„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუცუბანში, მსხვილრქოსანი პირუტყვის ქურდობის რამდენიმე საქმეზე რეიდი ჩატარდა.
ჩვენი ინფორმაციით, კრიმინალური პოლიციის მიერ დაკავებულია რამდენიმე მოქალაქე, მათ შორის არიან საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეები.
ადგილობრივთა თქმით, დაკავებულები შეთანხმებული სქემით მოქმედებდნენ, ისინი ძროხებსა და ცხენებს ჩუმად იპარავდნენ, რის შემდეგაც მათ ნაქურდალ პირუტყვი სენაკში მიჰყავდათ.
„აჭარა თაიმსი“ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან დეტალების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.



