Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • უცხოეთი

საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა შეჩერდა

აჭარა თაიმსი მარტი 6, 2026
uvizo, pasporti, viza_AJARATIMES.GE

ევროკომისიამ საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლა შეაჩერა. გადაწყვეტილება მიღებულია უვიზო რეჟიმის შეჩერების ახალი, გაძლიერებული მექანიზმის ფარგლებში.

ევროკომისიის ინფორმაციით, შეზღუდვა 12 თვის ვადით ამოქმედდა. ამის შემდეგ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს შენგენის ზონის ქვეყნებში ოფიციალური ვიზიტის დროს ვიზის აღება მოუწევთ.

კომისიაში აცხადებენ, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამოყენებულია უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი. ევროკომისიის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულია იმის გამო, რომ საქართველოს ოფიციალური პირები „განზრახ და მუდმივად არღვევენ“ უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ ვალდებულებებს და პრობლემები არსებობს დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვის მიმართულებით.

კომისიის შეფასებით, 2024 წლის ოქტომბრიდან საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა, მათ შორის მომიტინგეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ განხორციელებულმა მოქმედებებმა – ქვეყანაში არსებული ვითარება გააუარესა და რამდენიმე ფუნდამენტური უფლებისა და საერთაშორისო სამართლის სტანდარტის დარღვევა გამოიწვია.

ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველო აღარ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას, რაც ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. შეზღუდვა არ ეხება საქართველოს მოქალაქეების ჩვეულებრივ პასპორტებს – მათთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა კვლავ ძალაში რჩება.

ევროკომისიის სპიკერის, მარკუს ლამერტის განცხადებით, გადაწყვეტილების შემდეგ დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ორმხრივი სავიზო შეღავათები აღარ იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, იმ ქვეყნებსაც, რომლებიც ამ შეზღუდვის წინააღმდეგ გამოვიდნენ – მათ შორის უნგრეთი და სლოვაკეთი – მოუწევთ აღნიშნული წესის შესრულება.

ევროკავშირის გადაწყვეტილება, რომელმაც ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცედურა გაამარტივა, ძალაში 2025 წლის დეკემბერში შევიდა. ახალი მექანიზმის გამოყენება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდება ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევები ან დემოკრატიული სტანდარტებიდან გადახრა.

Post navigation

Previous: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
Next: კომუნიკაციების ეროვნული კომისია აცხადებს, რომ პრაქტიკაში აამოქმედებს კანონებს, რომლებიც ობიექტურობის სტანდარტების დაცვას მოითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქეთში საქართველოს მოქალაქის მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმე ხანდაზმულობის გამო შეწყდა

აჭარა თაიმსი ივნისი 24, 2026
zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

აჭარა თაიმსი ივნისი 23, 2026
cixe_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

საქართველოში პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანის მოქალაქეების რაოდენობა გაიზარდა – მედია

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია rugby x coca-cola - for social media post
  • რეკლამა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი საქართველოში – კოკა-კოლა ჩემპიონატის გლობალური პარტნიორია

ივნისი 25, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 26 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 25, 2026
ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ kafe tyupebi_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ძველ ბულვარში ახალი სკვერის სანაცვლოდ სამშენებლო კომპანიები შეღავათებს მიიღებენ

ივნისი 25, 2026
მეზღვაურთა საერთაშორისო დღე mezgvaurebi_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

მეზღვაურთა საერთაშორისო დღე

ივნისი 25, 2026
„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

„ქალები ქმნიან ბიზნესს“ – რატომ იწყებს SGBA ახალ მასშტაბურ მოძრაობას ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად

ივნისი 25, 2026
ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს xelvachauri_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაური ბათუმის საზღვრების გადახედვას და ტერიტორის დაბრუნებას ითხოვს

ივნისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.