შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საერთაშორისო დონეზე ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, 1974 წელს დაბადებული თ.ფ. დააკავეს, რომელიც საერთაშორისო პოლიციური თანამშრომლობის ორგანიზაციის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე იძებნებოდა. მას ბრალად ედება თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სექსუალური ხასიათის ძალადობა. შსს-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.


