Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი

ბიუჯეტის მითვისება, ნეპოტიზმი და გაზის უკანონო მოხმარება – ქობულეთის მერია გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებული პირის დაწინაურებას გეგმავს

სულხან მესხიძე მარტი 29, 2026
sulkhan gorjeladze_AJARATIMES.GE

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია რეორგანიზაციის ფარგლებში, სოფლისა და ქალაქის წყალმომარაგების ორგანიზაციების გაერთიანება გეგმავს. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ახალი, გაერთიანებული სტრუქტურის ხელმძღვანელად სულხან გორჯელაძის დანიშვნას აპირებენ.

სულხან გორჯელაძე ამ ეტაპზე „ქობულეთის წყლის“ დირექტორია.

წყაროს ცნობით, პროცესები უკვე დაწყებულია. თანამშრომლების ნაწილი პირად საუბრებში აღნიშნავს, რომ გორჯელაძე არაოფიციალურად უკვე ერთვება სხვადასხვა ადმინისტრაციული საკითხის მოგვარებაში.

კერძოდ, „აჭარა თაიმსისთვის“ ასევე, ცნობილი ხდება, რომ „სოფლის წყალში“ სულხან გორჯელაძე მივიდა, სადაც რამდენიმე კარს ბოქლომი დაადო და ქონების აღრიცხვა დაიწყო.

რა სტატუსით გამოცხადდა გორჯელაძე სხვა ორგანიზაციაში – ამ კითხვით „ქობულეთის სოფლის წყლის“ დირექტორს, სულიკო თხილაიშვილს მივმართეთ. მან კითხვის მოსმენისთანავე სატელეფონო საუბარი შეწყვიტა, ხოლო განმეორებითი ზარისას გვითხრა, რომ დეტალური ინფორმაციის მისაღებად პრესსამსახურს უნდა დავკავშირებოდით.

მერიაში დასაქმებულები პირად საუბრებში აღნიშნავენ, რომ სულხან გორჯელაძის ახალი ორგანიზაციის დირექტორად დანიშვნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლობირებს. სულხან გორჯელაძე და სულხან თამაზაშვილი ახლო ნათესავები არიან.

ვინ არის სულხან გორჯელაძე?

საჯარო წყაროების მიხედვით, სულხან გორჯელაძის სახელი წარსულში რამდენიმე გახმაურებულ საქმესთანაა დაკავშირებული. კერძოდ:

პირველი ეპიზოდი: სულხან გორჯელაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან თანხების შესაძლო მითვისების საქმის ფიგურანტია. პროკურატურა გამოძიებას წლების განმავლობაში აწარმოებს, თუმცა კონკრეტული შედეგი საზოგადოებისთვის ამ დრომდე ცნობილი არ არის.

მეორე ეპიზოდი: გორჯელაძე წარსულში ნეპოტიზმშიც არის მხილებული, მან და იმ ორგანიზაციაში დაასაქმა, სადაც წამყვან პოზიციაზე მუშაობდა.

მესამე ეპიზოდი: კიდევ ერთი საკითხი, რომელიც საჯარო მოხელე ფიგურირებს, ბუნებრივი აირის მოპარვის ფაქტს უკავშირდება. კერძოდ, მისი ოჯახი გარკვეული პერიოდის განმავლობაში გაზს მრიცხველის გარეშე მოიხმარდა. აღნიშნული დარღვევა თავის დროზე გაზმომარაგებელმა კომპანიამ დააფიქსირა, თუმცა რა შედეგით დასრულდა ეს საქმე უცნობია.

კომენტარის გარეშე დარჩენილი კითხვები

„აჭარა თაიმსი“ თითქმის ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა სულხან გორჯელაძისგან კომენტარის მიღებას აღნიშნულ საკითხებზე, თუმცა უშედეგოდ. სხვადასხვა დროს, არაერთხელ მივაკითხეთ მას სამუშაო ადგილზე, თუმცა უშუალოდ მისი ნახვა ვერ მოვახერხეთ. დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ მას წინასწარ აწვდიდნენ ინფორმაციას „აჭარა თაიმსის“ ადგილზე მისვლის შესახებ, რის გამოც იმ პერიოდში სამსახურში არ მიდიოდა.

მას შემდეგ, რაც კომენტარის მიღების არაერთი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა, „აჭარა თაიმსმა“ ქობულეთის მერიას წერილობითი კითხვებით მიმართა. კერძოდ:

  • რა ეტაპზეა „ქობულეთის წყლის“ ბიუჯეტიდან მითვისებული თანხების საქმეზე გამოძიება? დაიკითხა თუ არა სულხან გორჯელაძე, რომელიც აღნიშნულ საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტია? ხომ არ ჭიანურდება გამოძიების დასრულება იმის გამო, რომ ის სულხან თამაზაშვილის ახლო ნათესავია?
  • წლების წინ, სულხან გორჯელაძის ოჯახი რამდენიმე წლის განმავლობაში ბუნებრივ აირს უკანონოდ (მრიცხველის გარეშე) მოიხმარდა, რის გამოც „სოკარს“ მოკვლევა ჰქონდა დაწყებული. რა შედეგით დასრულდა ეს პროცესი?
  • ჩვენი ინფორმაციით, ქობულეთის მერია გეგმავს სოფლისა და ქალაქის წყალმომარაგების სისტემების გაერთიანებას, ხოლო დიდი ორგანიზაციის ხელმძღვანელად სულხან გორჯელაძის დანიშვნას. ადასტურებთ თუ არა აღნიშნულ ინფორმაციას?

ქობულეთის მერიამ ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვა.

 

Post navigation

Previous: სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების შემოტანის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

აჭარა თაიმსი ივლისი 9, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ჩაქვში ვეტერინარულ აფთიაქში ვადაგასული პრეპარატები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი ივლისი 1, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

„არჩევნების დროს მხოლოდ დაპირებებს ვისმენთ“ – კვირიკეში მოსახლეობა გზის, წყლისა და გარეგანათების პრობლემების მოგვარებას ითხოვს

სულხან მესხიძე ივნისი 29, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026
ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ხელოვნური კუნძულისთვის მთას შლიან

ივლისი 9, 2026
ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება bunebrivi airi_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმის ნაწილს 13-17 ივლისს ბუნებრივი აირი შეუწყდება

ივლისი 10, 2026
ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ქორწინების ახალი სახლი აშენდება

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 10, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 10 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივლისი 9, 2026
JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს 261877 5
  • რეკლამა

JYSK ბათუმში 9 წლის იუბილეს მასშტაბური ფასდაკლებებით აღნიშნავს

ივლისი 9, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.