Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ

სულხან მესხიძე აპრილი 4, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმის ბულვარში, „კლარას ჰოთ-დოგებით“ ცნობილ ობიექტს აღარ ანგრევენ. მიუხედავად იმისა, რომ შენობის დემონტაჟი უკვე დაწყების ეტაპზე იყო, პროცესი სავარაუდოდ, საზოგადოების პროტესტის გამო შეჩერდა.

ობიექტის მეპატრონეს შენობა ინვენტარისგან დააცლევინეს, ამოიღეს ფანჯრები და კარები. გუშინ კი, დემონტაჟის მიზნით, ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკა და შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებიც იყვნენ მობილიზებული.

მას შემდეგ, რაც „აჭარა თაიმსმა“ აღნიშნული ინფორმაცია გაავრცელა, ფაქტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. უკმაყოფილებას აფიქსირებდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც.

დღეს ობიექტი აღარ არის შემოსაზღვრული უსაფრთხოების ლენტით, ხოლო ფანჯრებსა და კარებში მინები დააბრუნეს.

მიზეზების გასარკვევად „ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას“ დავუკავშირდით, სადაც განმარტავენ, რომ კაფე-ბარი დიდი ხანია საჭიროებდა განახლება, რაც ბულვარის განვითარების გეგმით არის გათვალისწინებული.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ობიექტს საიჯარო ხელშეკრულების ვადა ამოწურული ჰქონდა, რის გამოც უახლოეს პერიოდში გამოცხადდება აუქციონი.

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ პროცესის შემდეგ ობიექტი ფუნქციონირებას გააგრძელებს.

⇒ ბათუმის ბულვარში მდებარე ქორწინების სახლი დაანგრიეს

⇒ ბათუმის ბულვარში მეუღლის მშობლების ბიზნესის მფარველობისთვის დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავეს

⇒ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სახლთან თვითდასაქმებულებმა აქცია გამართეს – მოვაჭრეები პასუხს კვლავ ელოდებიან

Post navigation

Previous: „დინამო ბათუმმა“ სეზონის პირველი გამარჯვება მოიპოვა
Next: ბათუმში მიუსაფარი ცხოველების დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 18, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.