საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ ფლეი-ოფის პირველ მატჩში „ივერიონი“ 90:79 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გახსნა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ „ივერიონის“ ლეგიონერი ვესტი დასახელდა, რომელმაც 26 ქულა, ხუთი მოხსნა და ხუთი შედეგიანი გადაცემა დააგროვა (EFF 29).
„ბათუმის“ შემადგენლობაში გამორჩეულები იყვნენ აკაკი დვალიშვილი, რომლის ანგარიშზეც 17 ქულა, 12 მოხსნა და ოთხი პასია, და მაირინ ტომასი – 21 ქულით, 12 მოხსნითა და ორი პასით. ფლეი-ოფის სერიის მეორე შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. მატჩი 15:00 საათზე „თბილისი არენაზე“ დაიწყება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



