Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს და უსაფრთხო გარემოს მოითხოვს

აჭარა თაიმსი მაისი 3, 2026
jurnalistebi, media_AJARATIMES.GE

3 მაისს, პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს, ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სოლიდარობას უცხადებს საქართველოში მოქმედ ჟურნალისტებს, რომლებიც, ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების მხრიდან უწყვეტი და ინტენსიური წნეხის მიუხედავად, პროფესიულ საქმიანობას აგრძელებენ და საზოგადოებას ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციას აწვდიან.

ქარტიის განცხადებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებული რეიტინგები მიუთითებს იმ საფრთხეებზე, რაც საქართველოში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემუქრება. შეფასებაში აღნიშნულია, რომ არსებული ვითარება „უკიდურესად საგანგაშოა“ და რიგ შემთხვევაში არადემოკრატიული რეჟიმების მაჩვენებლებსაც უახლოვდება.

ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ ბოლო წლებში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფორმები მნიშვნელოვნად გაიზარდა და მოიცავს როგორც დეზინფორმაციულ კამპანიებსა და სიტყვიერ შეურაცხყოფას, ისე ფიზიკურ ძალადობას. განცხადების მიხედვით, განსაკუთრებული რისკის ქვეშ ჟურნალისტები საპროტესტო აქციების გაშუქებისას ხვდებიან, როდესაც დემონსტრანტების უფლებების დარღვევას აშუქებენ.

ქარტიის შეფასებით, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების უმეტესობა გამოძიებული არ არის, რაც დაუსჯელობის განცდას ამყარებს და ძალადობის განმეორებას უწყობს ხელს.

განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეზეც. ორგანიზაცია მის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს უსამართლოდ მიიჩნევს და მის გათავისუფლებას მოითხოვს.

ქარტია ასევე აკრიტიკებს საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც, მათი შეფასებით, ზღუდავს როგორც მედიის თავისუფლებას, ისე ზოგადად ადამიანის ძირითად უფლებებს. ორგანიზაციის თქმით, მედიისთვის შეიზღუდა ფინანსურ რესურსებზე წვდომა, გაიზარდა სანქციების რისკი, ხოლო ჟურნალისტების მიმართ ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გამოყენება გახშირდა.

განცხადებაში კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის როლიც, რომელიც, ქარტიის მიხედვით, მედიასაშუალებების შინაარსობრივ კონტროლში აქტიურად ერთვება და ორმაგ სტანდარტებს იყენებს.

ორგანიზაცია მიუთითებს, რომ ჟურნალისტებს ხშირად არ აქვთ წვდომა საჯარო ინფორმაციასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე, მათ შორის პარლამენტსა და სასამართლოებზე, რაც პროფესიული საქმიანობის განხორციელებას მნიშვნელოვნად ართულებს.

მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, ქარტიის შეფასებით, ქართული ჟურნალისტიკა კვლავ აქტიური და განვითარებადია. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მედიის წარმომადგენლები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის დემოკრატიული პროცესების შენარჩუნებაში.

დასასრულს, ქარტია ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო, გამოიძიოს მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ ჩადენილი ყველა დანაშაული და გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი.

დაკავშირებული თემები ⇓

თავდასხმები პასუხისგების გარეშე – ბოლო ერთ წელში ჟურნალისტების უფლებების დარღვევის 434 ფაქტი დაფიქსირდა

„აჭარა თაიმსის“ ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ

სულხან მესხიძეზე თავდასხმის ფაქტი მედიის თავისუფლების მსოფლიო რუკაზე აისახა

ევროსაბჭოს ჟურნალისტთა უსაფრთხოების პლატფორმა საქართველოს ხელისუფლებას სულხან მესხიძის საქმეზე რეაგირებისკენ მოუწოდებს

პრესის თავისუფლების დღე – ბოლო ერთი წელი „აჭარა თაიმსის“ დირექტორის თვალით

 

Post navigation

Previous: დინამოების დერბი ფრედ დასრულდა
Next: ბათუმში სასწრაფო დახმარების მძღოლი ორ ქვეითს შეეჯახა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi.eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 13 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 12, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

ნოემბერი 12, 2026
Wendy’s საქართველოში 13 წლისაა att.vVTHTtcXw67nVxHz_Zhh-6GV_c0HB-A_g1UD2LQdhv8 5
  • რეკლამა

Wendy’s საქართველოში 13 წლისაა

ნოემბერი 12, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.