„ოპოზიციის ალიანსმა“ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებისთვის ექვსი ძირითადი მოთხოვნა წარმოადგინა. ამის შესახებ ალიანსის წარმომადგენლებმა 15 მაისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
მათ მიერ დასახელებულ მოთხოვნებს შორის არის საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა და მისი სრულად პარიტეტულ პრინციპზე დაფუძნება. ასევე, მათი თქმით, კომისიები უნდა დაკომპლექტდეს 2020 და 2024 წლებში ბარიერგადალახული პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით.
მოთხოვნებს შორისაა ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის უფლების აღდგენა, ამომრჩევლის ვერიფიკაციის პროცესის გამკაცრება და სახის ამომცნობი ტექნოლოგიების დამატება. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ საერთაშორისო აუდიტის ჩართვას საარჩევნო პროცესში, ამომრჩეველთა სიების სრულ გახსნას და საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლო კოლეგიების მიერ განხილვას.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლის, თენგო თევზაძე განცხადებით, სამართლიანი არჩევნების საკითხის განხილვამდე აუცილებელია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის საქმეების შეწყვეტა და რეპრესიული კანონების გაუქმება.