„საკალათბურთო კლუბმა ბათუმმა“ სუპერლიგის ფინალური სერიის მეორე მატჩში „თსუ“ 28-ქულიანი სხვაობით 91:63 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა 1:1.
„ბათუმმა“ „თსუ-ს“ ოთხიდან სამ მეოთხედში აჯობა: 26:15, 21:18 და 28:13. მასპინძლებმა ბუბა ბერიშვილის გაწვრთნილ გუნდს მხოლოდ მესამე მეოთხედი მოუგეს 17:16.
მატჩის საუკეთესო კალათბურთელად „ბათუმის“ ლეგიონერი მაირინ ტომასი დასახელდა. ამერიკელის ანგარიშზეა 26 ქულა, 17 მოხსნა, ექვსი პასი და ეფექტურობის (EFF) 35 ქულა.
„თსუ-ს“ შემადგენლობაში საუკეთესო მალკომ დრამრაიტი იყო რვა ქულით, შვიდი მოხსნით, ოთხი პასითა და 15 ეფექტურობის ქულით.
„სკ ბათუმისა“ და „თსუ-ს“ ფინალური სერიის მესამე მატჩი 26 მაისს ბათუმში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ სუპერლიგის პლეი-ოფის განმავლობაში „დელფინები“ საშინაო არენაზე პირველად ითამაშებენ.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე


