Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

მირდატ ქამადაძე პარტია „ახალს“ ტოვებს – მიზეზად ხედვებს შორის ფუნდამენტურ განსხვავებას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 28, 2026
mirdat qamadadze_AJARATIMES.GE

პოლიტიკური გაერთიანება პარტია „ახალი“-ის პოლიტსაბჭოს წევრი მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ პარტიას ტოვებს. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც გადაწყვეტილების მიზეზებზე საუბრობს.

ქამადაძის თქმით, პარტიული პროცესებიდან ის უკვე დიდი ხანია დისტანცირებულია და არც შეხვედრებსა და პოლიტსაბჭოს მუშაობაში მონაწილეობდა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება ემოციური ან პირადი კონფლიქტის შედეგი არ არის და იგი ხედვებს შორის არსებულ „ფუნდამენტურ განსხვავებას“ უკავშირდება.

ქამადაძე თავის პოსტში მიმოიხილავს ბოლო წლების პოლიტიკურ პროცესებსაც, მათ შორის ბათუმის 2021 წლის არჩევნებს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში“ არსებულ შიდა დაპირისპირებებსა და მოგვიანებით პარტია „ახალის“ შექმნას. მისი თქმით, პოლიტიკაში მოსვლის მთავარი მოტივაცია იყო განსხვავებული აზრის მქონე მოქალაქეებთან დიალოგი და რეალური პოლიტიკური იდეის ფორმირება.

პოლიტსაბჭოს ყოფილი წევრი კრიტიკულად აფასებს როგორც შიდა პოლიტიკური კულტურის ხარისხს, ისე ცალკეულ კამპანიებსა და გადაწყვეტილებებს. მათ შორის ის ახსენებს ე.წ. „გირაოს არ გადავიხდით“ კამპანიას, რომელიც მისი შეფასებით, არასწორად წარიმართა და მძიმე შედეგები მოჰყვა მონაწილეებისთვის.

ქამადაძის განცხადებით, პრობლემად რჩება ასევე მართლმსაჯულების სისტემა და ძალაუფლების კონცენტრაციის რისკები, რის შესახებაც, მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის ნაწილი საკმარისად არ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ ბუნდოვანი პოლიტიკური ხედვა საზოგადოებაში შიშსა და უნდობლობას აჩენს.

„პარტიას ვტოვებ, მაგრამ იმ იდეას არა, რის გამოც პოლიტიკაში მოვედი“, – წერს ქამადაძე და დასძენს, რომ მომავალში საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი ფორმით გეგმავს.

 

Post navigation

Previous: საქართველოში შემოსავლები და ხარჯები გაიზარდა – საქსტატი
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026
axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 19, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1)
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება gza,transporti_AJARATIMES.GE (1) 1
  • ბათუმი

ბათუმში მოძრაობის ახალი სქემების შემუშავება იგეგმება

ოქტომბერი 19, 2026
აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში 35 000 დოლარის ღირებულების ყალბი კუპიურები გაასაღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს axali weli_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის მერია ქალაქის საახალწლო გაფორმებისთვის 4 800 000 ლარს დახარჯავს

ოქტომბერი 19, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 5
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.