„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, გონიოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ჩვენი ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა. მოქალაქეების თქმით, შემთხვევის შედეგად მოტოციკლის მძღოლი დაიღუპა.
მომხდართან დაკავშირებით დამატებით დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში ვაზუსტებთ. მასალა მალე განახლდება.



