„დინამო ბათუმმა“ „დინამოების დერბი“ წააგო. ეროვნული ლიგის მე-19 ტურის მატჩი „დინამო ბათუმსა“ და „დინამო თბილისს“ შორის „თბილისელების“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
მატჩში ანგარიში მეშვიდე წუთზე უედრი მარამ გახსნა. „თოლიები“ უპირატესობას შეხვედრის 75-ე წუთამდე ფლობდნენ, სანამ ტეიშეირამ ანგარიში არ გაათანაბრა.
87-ე წუთზე ნინუამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა და „დინამო თბილისს“ გამარჯვება მოუტანა.
მე-19 ტურის შემდეგ ეროვნული ლიგა საზაფხულო შესვენებაზე გადის. საქართველოს ჩემპიონატის მატჩები 8 აგვისტოს განახლდება. მე-20 ტურში „დინამო ბათუმი“ „გაგრას“ უმასპინძლებს.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



