„აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, ბათუმში, შარტავას ქუჩაზე, გვიან ღამით სროლის შედეგად საცხოვრებელი კორპუსის რამდენიმე ბინის ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ბინაში მცხოვრებლები „აჭარა თაიმსს“ ეუბნებიან, რომ სავარაუდოდ მოპირდაპირე მხარეს მდებარე კორპუსიდან ისროდნენ. ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია, რა ტიპის იარაღიდან მოხდა გასროლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, რომ მხილებულია ერთი პირი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია აირის იარაღი, ხოლო საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.



