ბათუმში საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირში ქვეყნის მასშტაბით ათი გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ ჯგუფად A და B ჯგუფებად არიან გადანაწილებული.
A ჯგუფი: „ქუთაისი“, „ბსც ბათუმი“, „სპორტ ფიტი ბათუმი“, „GFDF თბილისი“ და „აპტოსი თბილისი“.
B ჯგუფი: „ბრიჯი თბილისი“, „ბათუმი ჯუნიორი“, „UG თბილისი“, „არმია თბილისი“ და „სოხუმის დინამო“.
საქართველოს ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში 2 ივლისს დაიწყო და 5 ივლისამდე გაგრძელდება.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



