სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია. ამის შესახებ ინფორმაცია თავად კლუბმა გაავრცელა.
„ოფიციალურად სანდრო ალთუნაშვილი „დინამო ბათუმის“ ფეხბურთელია“, – წერია კლუბის განცხადებაში.
კლუბის ინფორმაციით, ალთუნაშვილთან კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.
როგორც ცნობილია, სანდრო ალთუნაშვილი 2021–2023 წლებში „დინამო ბათუმის“ რიგებში თამაშობდა, საიდანაც შემდგომ ავსტრიულ „Wolfsberger AC“-ში გადავიდა.
კარიერის განმავლობაში ალთუნაშვილი ასევე თამაშობდა „იბერია 1999“-ის რიგებში, ხოლო ბათუმში დაბრუნებამდე ისრაელის „Hapoel Haifa“-ში ასპარეზობდა.
სანდრო ალთუნაშვილი ოთხგზის საქართველოს ეროვნული ლიგის ჩემპიონია, ორჯერ „დინამო ბათუმთან“ ერთად, ორჯერ კი „იბერია 1999“-ის შემადგენლობაში. „იბერიასთან“ ერთად მან ასევე ერთხელ მოიგო საქართველოს თასი და სუპერთასი. 2024–2025 წლების სეზონში კი ავსტრიულ „Wolfsberger AC“-თან ერთად ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



