სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბათუმში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის ფაქტი გამოვლინდა.
სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა შემოწმების შედეგად დაადგინეს, რომ ინდივიდუალური მეწარმე შ. თ., რომელიც ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩა N1-ში საქმიანობდა, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების რეალიზაციას სავალდებულო აღიარების გარეშე ახორციელებდა.
შემოწმებისას ასევე გამოვლინდა, რომ ობიექტზე დარღვეული იყო რეალიზაციის პირობები – არ იყო დაცული შეფუთვის მთლიანობა, ხოლო აგროქიმიკატების ნაწილი გახსნილ მდგომარეობაში იყიდებოდა.
კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა.



