ფოტო გენერირებულია AI-ის მიერ
ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ ახალი სატრანსპორტო საშუალება შეიძინა. შემსყიდველმა ხელშეკრულება მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გააფორმა შპს ,,ავტო ცენტრ თბილისთან’’, რომელმაც მერიას 114 800 ლარად ერთი ერთეული Skoda Superb L&K უნდა მიაწოდოს.
ავტომობილის მწარმოებელი ქვეყანაა ჩეხეთი (შკოდა ავტო), გამოშვების ვადა, არა უადრეს 2026 წლისა. სატენდერო დოკუმენტაციაში ასევე მითითებულია, რომ სატრანსპორტო საშუალება უნდა იყოს მარცხენასაჭიანი, ვერცხლისფერი ან რუხი, ძრავის მოცულობა – 1.95 სმ³ – 3.00 სმ³, ხოლო ცხენისძალა – 200. გარდა ამისა, აუცილებელ მოთხოვნებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების ყველა კრიტერიუმი.
მოთხოვნის თანახმად, უსაფრთხოების დამადასტურებელ დოკუმენტად შეიძლება ჩაითვალოს შემოთავაზებული მოდელის ნებისმიერ მოდიფიკაციაზე აღებული შესაბამისი ქრაშტესტის სერტიფიკატი – NCAP (ევრო ქრაშტესტი) ან IIHS (ამერიკული ქრაშტესტი) ან JNCAP (იაპონური ქრაშტესტი).
ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ შპს ,,ავტო ცენტრ თბილისმა’’ ბათუმის მერიას სატრანსპორტო საშუალება უნდა მიაწოდოს ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი კალენდარული დღის განმავლობაში. არსებული მდგომარეობით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე მიღება-ჩაბარების აქტი გამოქვეყნებული არაა.
დაკავშირებული თემები ⇓
15 დეპუტატი და 13 ავტომობილი – ტრანსპორტი ბიუჯეტის ხარჯზე
ოთხი ახალი ავტომობილი აჭარის კულტურის სამინისტროსთვის
ბათუმის მერი სამსახურეობრივი ავტომობილით ავარიაში მოყვა
ორი ხელისუფლების მსახური – პოლიტიკა, სარგებელი და პრივილეგიები
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს
მოქალაქემ უხარისხოდ დაგებული ასფალტი ბათუმის მერიაში მიიტანა
ბათუმის მერიამ ახლადრეაბილიტირებული სკვერი დაანგრია

