Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აჭარა თაიმსი აგვისტო 20, 2026
dakargulebi_AJARATIMES.GE

დაკარგული ადამიანები, რომელთა კვალიც წლების შემდეგაც ვერ იპოვეს – აჭარაში ეს პრობლემა არაერთ ოჯახს აერთიანებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2026 წელს რეგიონში 70 ადამიანი დაკარგულად ითვლება და მათი სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. ბოლო წლების მონაცემებით კი აჭარიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

აჭარაში დაკარგული ადამიანების შესახებ ისტორიები ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ, ოჯახები, რომლებმაც პასუხის მოლოდინი წლების განმავლობაში არ შეწყვიტეს. გაუჩინარებული პირების შესახებ ადგილობრივ მედიაში არაერთი ოჯახის ისტორია გაშუქდა, რომლებიც სამართალდამცავი უწყებებისგან ძიების გაგრძელებას, ახალი გარემოებების შესწავლას ან უკვე ჩატარებული გამოძიების გადახედვას ითხოვენ.


დარეჯან დიასამიძე – გოგონა, რომელიც 13 წლის წინ გაუჩინარდა

ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა დარეჯან დიასამიძის გაუჩინარებაა. ის 2013 წლის 7 აგვისტოს სოფელ ახალშენში გაუჩინარდა. გოგონა ბიძის ოჯახიდან საკუთარ სახლში ბრუნდებოდა, თუმცა გზაში მისი კვალი გაქრა. მისი გადაადგილების სავარაუდო მარშრუტი დაახლოებით ერთ კილომეტრს შეადგენდა.

გაუჩინარებიდან მალევე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დარეჯანი ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე შენიშნეს. ადგილობრივები ამბობდნენ, რომ გვიან ღამით ახალგაზრდა გოგონა დაინახეს, თუმცა ვერ დაადასტურეს, ნამდვილად დარეჯანი იყო თუ არა.

საქმეს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დარეჯანის ოჯახის წევრები პერიოდულად საჯაროდ ითხოვდნენ მეტი ინფორმაციის მიწოდებასა და ძიების გაგრძელებას. 2013 წელს ოჯახის წევრები პროკურორსაც შეხვდნენ, თუმცა დარეჯანის დედის განცხადებით, შეხვედრის შემდეგ მათთვის ახალი ინფორმაცია არ გამხდარა ცნობილი.

დარეჯანის გაუჩინარების საქმეზე იმ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ ყველა შესაბამისი დანაყოფი იყო მობილიზებული და სამძებრო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა. წლების შემდეგაც დარეჯანის ოჯახი კვლავ ელოდება პასუხს.


გოგი დოლიძე – 17 წლის ბიჭი, რომელიც სკოლამდე არ მივიდა

2017 წლის დეკემბერში ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათში 17 წლის გოგი დოლიძე გაუჩინარდა. ოჯახის ინფორმაციით, გოგი 7 დეკემბერს დილით სკოლაში წავიდა, თუმცა სკოლამდე არ მისულა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ქალაქში ჩავიდა და ამის შემდეგ მისი კვალი დაიკარგა.

გოგის გაუჩინარებამ დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება გამოიწვია. ოჯახი და ახლობლები საჯაროდ ითხოვდნენ მისი ადგილსამყოფლის დადგენას. გაუჩინარებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქობულეთში საპროტესტო აქციაც გამართეს და სამართალდამცავ უწყებებს საქმის დროულად გამოძიებისკენ მოუწოდეს.


გიგა გოგიტიძე – ლეღვას მკვიდრი, რომლის კვალიც 2018 წელს დაიკარგა

კიდევ ერთი შემთხვევა უკავშირდება ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას მკვიდრ გიგა გოგიტიძეს. ოჯახის წევრების თქმით, 1995 წელს დაბადებული გიგა სახლიდან 12 მაისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. საჯაროდ ხელმისაწვდომი მასალების მიხედვით, გიგას ოჯახის ახლობლები ოჯახიდან ოჯახში, სოფლიდან სოფელში კითხულობდნენ დაკარგულ ახალგაზრდას. მედიამ გააშუქა ინფორმაცია. სოციალური ქსელები გიგას ამბავმა მოიცვა, მაგრამ ამ დრომდე უშედეგოდ დასრულდა ყოველი მცდელობა.


კობა ბაკურიძე – ცხრა წელი კითხვის ნიშნების ქვეშ

კობა ბაკურიძის გაუჩინარების საქმე ერთ-ერთია, რომლის ირგვლივაც ოჯახს დღემდე კითხვები აქვს. კობა ბაკურიძე 2017 წლის 3 ივლისს ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე სანაპიროზე შენიშნეს. ოჯახის ინფორმაციით, საღამოს დაახლოებით შვიდი საათის შემდეგ მისი კვალი გაქრა. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, კობა ზღვაში შევიდა, თუმცა, როგორც მოგვიანებით მედიასთან საუბრისას მისი ოჯახის წევრები აცხადებდნენ, მათ ამ ვერსიის არ სჯერათ და მიაჩნიათ, რომ საქმეში არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დარჩა.


ამ ისტორიების მიღმა კიდევ არაერთი ოჯახია, რომელიც წლების შემდეგაც პასუხს ელოდება. მათ შორისაა გურამ (გურიკა) დადიანიძის ოჯახიც, მისი გაუჩინარებიდან წლების შემდეგ, ამ დღეებში, მისი ადგილსამყოფლის დასადგენად სამძებრო სამუშაოები ხელახლა მიმდინარეობს.

Post navigation

Previous: ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“
Next: ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 19, 2026
teona chalidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„საარსებო შემწეობა 133 324 ადამიანს მოუხსნეს, სოციალური დახმარების ბაზის „წმენდა“ დეტალურ ახსნა-განმარტებას საჭიროებს“ – თეონა ჭალიძე

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026
eleqtroenergia_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი აგვისტო 18, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

აგვისტო 20, 2026
დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან dakargulebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აგვისტო 20, 2026
ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

აგვისტო 20, 2026
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აგვისტო 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 19, 2026
„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„სარფის“ საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღი და 98 საბრძოლო ვაზნა აღმოაჩინეს

აგვისტო 19, 2026
ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს dachra_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ახალ ბულვარში დაპირისპირებისას ორი ადამიანი დაშავდა, ერთი ცივი იარაღით დაჭრეს

აგვისტო 20, 2026
დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან dakargulebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

დაკარგულები აჭარიდან – ოჯახები პასუხებს წლებია ელოდებიან

აგვისტო 20, 2026
ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“ _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ხანძარი ე.წ. „ოცნების ქალაქში“

აგვისტო 20, 2026
ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობას ადგილობრივები ეწინააღმდეგებიან – 7 ოჯახი აცხადებს, რომ ტერიტორია მათ ეკუთვნით

აგვისტო 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აგვისტო 19, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.