შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა. იგი აღნიშნული დანაშაულისთვის მიმდინარე წლის ივნისიდან იძებნებოდა.
ძებნილი პირი ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბათუმში დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

