2026 წლის იანვარ-ივნისში აჭარაში 2 061 ბავშვი დაიბადა, ხოლო გარდაცვალების 1 731 შემთხვევა დაფიქსირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში წლის პირველ ექვს თვეში ბუნებრივმა მატებამ 330 ადამიანი შეადგინა.
ბუნებრივი მატება ნიშნავს სხვაობას ცოცხლად დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის. 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში მთლიანად ბუნებრივი მატება უარყოფითი იყო და -4 715 ადამიანი შეადგინა, ქვეყანაში 17 509 ბავშვი დაიბადა, გარდაცვალების შემთხვევებმა კი 22 224 შეადგინა.
დადებითი ბუნებრივი მატება საქართველოში მხოლოდ თბილისში და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა. თბილისში ბუნებრივი მატება 424 ადამიანით განისაზღვრა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აჭარაში 2026 წლის პირველ ექვს თვეში ასევე რეგისტრირებულია ქორწინების 1 144 და განქორწინების 534 შემთხვევა.
მონაცემები წინასწარია. 2026 წლის დაზუსტებული დემოგრაფიული მაჩვენებლები, საქსტატის ინფორმაციით, 2027 წლის მარტის ბოლოს იქნება ხელმისაწვდომი.

