ბათუმში, მოქალაქის ინფორმაციით, მას მოპედი საკუთარ საცხოვრებელ კორპუსთან, ეზოდან მოპარეს. მისი თქმით, შემთხვევა გუშინ მოხდა. მოქალაქე დამნაშავეების დროულად გამოვლენასა და მათთვის კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
„გუშინ, ბათუმში, საკუთარ კორპუსთან, ეზოდან მომპარეს მოპედი. კრიმინალი უკვე ქუჩაში ყვავის, ადამიანი საკუთარ სახლთანაც კი დაცული აღარ არის. სადამდე უნდა მივიდეთ? აუცილებელია, დამნაშავეები დროულად გამოვლინდნენ და კანონის შესაბამისად აგონ პასუხი. ადამიანებს საკუთარი ქონების დაცვისა და უსაფრთხოების განცდა უნდა ჰქონდეთ“, – ამბობს მოქალაქე „აჭარა თაიმსთან“ საუბრისას.

