Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის

აჭარა თაიმსი სექტემბერი 24, 2026
_AJARATIMES.GE

ბათუმში საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალი „BIAFF“-ი მეოცედ ტარდება. ფესტივალი 26 სექტემბრამდე გაგრძელდება. საიუბილეო პროგრამა საერთაშორისო და ქართულ კინოს, საკონკურსო და არასაკონკურსო სექციებს, სპეციალურ ჩვენებებსა და პროფესიულ ღონისძიებებს უმასპინძლებს.

საიუბილეო გახსნის ღონისძიება ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა და მას „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირებიც ესწრებოდნენ. ფესტივალის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ასეთი მხარდაჭერა გასაკვირი არც უნდა იყოს. თუმცა ბოლო რამდენიმე წელია, არა თუ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლა და მერე – მედიასთან მხარდამჭერი კომენტარები, სახელმწიფო უწყებებმა ფესტივალის დაფინანსებაც კი შეწყვიტეს. იმ რთულ პერიოდში „BIAFF“-ის გუნდი ღონისძიებების გამართვას კერძო პირებისა და რამდენიმე საელჩოს მხარდაჭერით ახერხებდა.

„BIAFF“-ს 20 წლის იუბილე აჭარის კულტურის მინისტრმა ელისო ბოლქვაძემ მიულოცა და განაცხადა, რომ ბათუმში მიმდინარე ფესტივალი კინოინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„ეს იქნება დასაწყისი ფესტივალის მეორე ეტაპისა, ახალი სუნთქვის და ახალი შემართების და ძალიან მალე ჩვენ გვეწვევა ასევე მნიშვნელოვანი მსოფლიო ვარსკვლავები და ბათუმი გახდება ფილმების ინდუსტრიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ მედიასთან საუბრისას.

საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მიხეილ კიკნაძემ კი „BIAFF“-ს ქართული კინოინდუსტრიისა და ქართული კულტურისთვის „კარგი პლატფორმა“ უწოდა და ყურადღება ფესტივალის 20-წლიან ისტორიაზე გაამახვილა. ეს შეფასებები განსაკუთრებით საინტერესოა „BIAFF“-ის ბოლო წლების დაფინანსების ისტორიის ფონზე.

სულ რაღაც ხუთიოდე თვის წინ, 2026 წლის აპრილში, ელისო ბოლქვაძეს „BIAFF“-ის შესახებ კითხვა დაუსვა აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა. მინისტრმა უპასუხა, რომ აღნიშნულ ფესტივალზე სმენია და იცის, რომ ის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა, მაგრამ გარკვეული ფესტივალების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება ხანგრძლივი ვადით აუცილებელი არაა.

„არის ფესტივალები, რომლებიც უნდა განვითარდეს. სახელმწიფოს არ აქვს იმის აუცილებლობა და ვალდებულება, რომ სულ აფინანსოს ყველა ფესტივალი“, – ასე განმარტა მაშინ მინისტრმა ოფიციალური პოზიცია.

არ ვიცით, საბოლოოდ მოუბრუნდათ, თუ – არა სახელმწიფო უწყებებს „BIAFF“-ზე გული, მაგრამ ფაქტია, რომ წელს, აჭარის კულტურის სამინისტროს გარდა, ფესტივალის მხარდამჭერთა შორის არიან საქართველოს კულტურის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ბათუმის მერია. წლევანდელ ფესტივალს აქტიურად აშუქებს სახელისუფლებო მედია.

რა შეიცვალა ან როგორ დალაგდა ურთიერთობები „ბიაფსა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის? პასუხის მისაღებად ჩვენი არაერთი, რამდენიმედღიანი მცდელობის მიუხედავად, ფესტივალის ადმინისტრაცია კითხვებს თავს არიდებს.

„მე ვერ დაგიზუსტებთ და ვერ დაგიდასტურებთ, რომ [„ქართულ ოცნებას“,] კრიტიკული განწყობები ჰქონდა ბიაფის მიმართ. არ ვიცი, ვინ შეიძლება გიპასუხოთ ამ საკითხზე. ვიცი, რომ წელს ბიაფი დიდი მასშტაბით წარდგა და ყველა კმაყოფილია“, – განუცხადა „აჭარა თაიმსს“ გოჩა გოგიბერიძემ.

ჩვენ მას ასევე ფესტივალის დაფინანსების ოდენობის შესახებ ვკითხეთ. მისი თქმით, წელს სპონსორების ჩამონათვალი ვრცელია, შესაბამისად, დაფინანსების ზუსტი ოდენობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

ცნობისთვის, ფესტივალი 2006 წელს დაარსდა და თავიდანვე ორიენტირებული იყო საავტორო კინოს ჩვენებაზე. ის საერთაშორისო ყურადღების ცენტრში მალევე მოექცა. ამ წლების განმავლობაში ბათუმს არაერთი ცნობილი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანი ესტუმრა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყანაში, რომელიც საერთაშორისო არენაზე თავის დამკვიდრებას იწყებდა. 2022 წელს კი სახელმწიფო ორგანოებმა და უწყებებმა „BIAFF“-ის დაფინანსებაზე უარი თქვეს და 2026 წლამდე საკითხი გადაუჭრელ პრობლემად რჩებოდა.

დაკავშირებული თემები ⇓

აჭარის განათლების სამინისტრო და ბათუმის მერია BIAFF-ს არც წელს დააფინანსებს

ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდ „ლირას“ აჭარის ბიუჯეტიდან 673 180 ლარი გადაერიცხა

 

Post navigation

Previous: ბათუმში მოქალაქეს ეზოდან მოპედი მოპარეს
Next: ბათუმის მერიამ დღემდე ვერ უზრუნველყო მუნიციპალური ტრანსპორტის Google Maps-ზე ასახვა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 14, 2026
gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
bsu_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

„მხოლოდ საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საკმარისი არ არის“ – ბსუ-ს პასუხი სავარაუდო შევიწროების საქმეზე

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026
გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი gonios poligoni_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გონიოს ყოფილი სამხედრო პოლიგონი – „ქართული ოცნების“ საინვესტიციო დაპირებები, გაურკვეველი შეთანხმება და გარემოსდაცვითი რისკი

ნოემბერი 13, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 3
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ნოემბერი 13, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.