Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ხელვაჩაური

როდის მოხდება ცეცხლაურში არსებული ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე გაურკვეველია

სულხან მესხიძე მარტი 6, 2024
nagavsayari_ajaratimes.ge

როდის მოხდება ცეცხლაურში არსებული ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება დღემდე გაურკვეველია. თავდაპირველი დათქმის თანახმად, პროექტის დასრულება 2018 წლის ზაფხულში იგეგმებოდა.

რატომ არ დასრულდა პროექტი დათქმულ ვადებში – კითხვას ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო მეტწილად არ პასუხობდა, ცალკეულ შემთხვევებში კი სხვადასხვა მიზეზი სახელდებოდა. ბოლოს მინისტრმა, ჯაბა ფუტკარაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ნაგავსაყარის ექსპლუატაციაში მიღება 2023 წელს მოხდებოდა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრი გვარწმუნებს, რომ პროექტის ექსპლუატაციაში მიღება მალე მოხდება, თუმცა ტიტე აროშიძე თარიღის დაზუსტებისგან თავს იკავებს. დეპუტატმა “აჭარა თაიმსთან” საუბრისას განაცხადა, რომ ამ ეტაპზე რამდენიმე ტენდერია გამოცხადებული, რაც საჭირო მოწყობილობების შესყიდვას გულისხმობს.

“2024 წლის მეორე ნახევრისთვის ნაგავსაყრელის ექსპლუატაციაში მიღება მოხდება. გარკვეული ტენდერები უკვე გამოცხადებულია, შესაძენია დამატებით მოწყობილობები, რაც ნაგავსაყრელის ოპერირებისთვის არის აუცილებელი. დამატებითი სამუშაოებია შესასრულებელი, რაც დროს მოითხოვს. არსებობს ობიექტური მიზეზები, რის გამოც პროექტის ექსპლუატაციაში მიღება შეფერხდა,” – განაცხადა ჩვენთან საუბრისას ტიტე აროშიძემ. 

ინფორმაციისთვის: პროექტს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინსიტრო EBRD-ის ხელშეწყობით ახორციელებს. ბიუჯეტი 7 მილიონი ევროა. აღჭურვილობისთვის კი, დამატებით 25 მილიონი ევრო დაიხარჯება. პროექტი ითვალისწინებს: ახალი სანიტარული ნაგავსაყარის მშენებლობას ცეცხლაურში, ასევე, ბათუმისა და ქობულეთის ორი არასტანდარტული მოქმედი ნაგავსაყარის ეტაპობრივ დახურვას.

დღემდე ნარჩენები ადლიის პოლიგონზე იყრება. არაოფიციალური ნაგავსაყარი 1965 წლიდან  ფუნქციონირებს.

 

Post navigation

Previous: ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს
Next: რა კეთდება კაფე “გარდენსის” ნაცვლად – კითხვას ბათუმის მერიაში არ პასუხობენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟოზე ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შემოტანა აღკვეთეს – ამოღებულია 8 იარაღი

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 15, 2026
sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში 8 კილოგრამამდე ოქროს ნაკეთობების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 5, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026
საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

საკალათბურთო კლუბმა „ბათუმმა“ „CIU-სთან“ მატჩი წააგო

ოქტომბერი 25, 2026
პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

პოლიტიკური ბრალდებები, სასამართლოს გაფრთხილება და ურთიერთუნდობლობა – ხუთი პარტიის აკრძალვის საქმეზე მოსმენა გრძელდება

ოქტომბერი 26, 2026
ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში ოთხი საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება – მშობლების ნაწილი დროებითი ალტერნატიული სივრცეების გამო უკმაყოფილოა

ოქტომბერი 26, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi, santeli_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 27 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 26, 2026
ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა xulo_AJARATIMES.GE 4
  • ხულო

ხულოს მუნიციპალიტეტში მოსახლეობის რიცხოვნობა მკვეთრად შემცირდა

ოქტომბერი 25, 2026
სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს batumi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

სექტემბერში ბათუმში გაყიდული ბინების 48% უცხოელებმა შეიძინეს

ოქტომბერი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.