Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულისთვის 8 პირი დააკავეს

აჭარა თაიმსი მარტი 11, 2024
dakaveba_ajaratimes.ge
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 8 პირი დააკავეს, ამის შესახებ შსს იტყობინება.
უწყების ცნობით, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების, ასევე, ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და მათი უკანონო რეალიზაციის მომზადების, მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის, ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1975 წელს დაბადებული გ.ბ., 1995 წელს დაბადებული ქ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ჯ.კ., 2002 წელს დაბადებული ო.ს., 1999 წელს დაბადებული დ.გ., 1985 წელს დაბადებული ბელარუსის მოქალაქე მ.მ. , წარსულში ნასამართლევები: 1981 წელს დაბადებული ნ.ზ. და 2001 წელს დაბადებული გ.გ.
“სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილების, საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ასევე, დაკავებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.
დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ო.ს. – ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები “კოკაინი”, „მდმა“, „მარიხუანა“, „ექსტაზი” „ლსდ“, ,,პსილოციბინი” და ფსიქოტროპული ნივთიერება „კეტამინი“ ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, გ.გ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული სხვადასხვა ლოკაციიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს 12 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის – „ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ჯ.კ. – ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი ნივთმტკიცებად ამოღებულია 34 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”, რომლის განთავსებასაც ბრალდებული სხვადასხვა ლოკაციაზე, შემდგომი რეალიზაციის მიზნით გეგმავდა.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველო თანამშრომლებმა თბილისში, გ.ბ. – ს და ქ.ჩ. – ს დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად და მათ მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს, სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალებები “ალფა პვპ” და “მეფედრონი”, ასევე, ფსიქოტროპული საშუალება „კეტამინის“ შემცველი ნივთიერება. სარეალიზაციოდ დაფასოებული ნარკოტიკული საშუალებები ამოიღო პოლიციამ გ.ბ. – ს ავტომობილის ჩხრეკის შედეგადაც. ამასთან, ბრალდებულების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს დ.გ.-ც. სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ დაფასოებული 26 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“. გარდა ამისა, პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, დაკავებულის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღო სარეალიზაციოდ განთავსებული კიდევ 9 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება. ამავე სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებული ნ.ზ.-ს პირადი ჩხრეკის შედეგად კი, ნივთმტკიცებად ამოღებულია 8 შეკვრა ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მ.მ. – ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ასევე, მის მიერ მითითებული ლოკაციებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება “მეთადონი”. მ.მ. – ს საცხოვრებელი ბინიდან, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო მასალები და ელექტროსასწორები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 18-260-ე, 261-ე,18-261-ე მუხლებით, ასევე, 273-ე პრიმა და 19-273-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს,”- წერია გავრცელებულ განცხადებაში.

Post navigation

Previous: სოლიდარობის აქცია და მიმართვა ხელისუფლებას ბათუმიდან
Next: ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე დასაქმებულების აქცია და მოთხოვნა აჭარის მთავრობასთან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აჭარა თაიმსი აგვისტო 17, 2026
saati_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერიამ 1 300-ლარიანი ანტიკვარული საათი შეიძინა

აჭარა თაიმსი აგვისტო 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აგვისტო 17, 2026
ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ქვეითი ემსხვერპლა

აგვისტო 17, 2026
კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს koba fartenadze_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

კობა ფარტენაძე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს

აგვისტო 17, 2026
ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა _AJARATIMES.GE 2
  • ქობულეთი

ქობულეთში წარმოებულ სვანურ მარილში აკრძალული საღებავები გამოვლინდა

აგვისტო 17, 2026
ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი irakli garibashvili_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს – ირაკლი ღარიბაშვილი

აგვისტო 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალს“ დიდი ანგარიშით მოუგო

აგვისტო 17, 2026
„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

„ძლიერი საქართველო-ლელო“ ემიგრანტებისთვის საარჩევნო უფლების შეზღუდვას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

აგვისტო 17, 2026

სიახლეების კალენდარი

აგვისტო 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« ივლ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.