Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • შუახევი

ეგვიპტეში საქართველოს დესპანის ოჯახი აჭარაში ინერტული მასალის ბიზნესს მალავს – კვლევა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 23, 2024
_AJARATIMES.GE

სახელმწიფო უწყებებმა აჭარაში სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიები მისცა კომპანიას, რომელსაც ფლობს და ხელმძღვანელობს ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის, მიხეილ თიგიშვილის მეუღლე, ნარგიზა ჭავჭანიძე, ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” კვლევაშია ნათქვამი.

არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, მიხეილ თიგიშვილი და მისი მეუღლე ასევე, ჩართულნი არიან 20 კომპანიის საქმიანობაში, ფლობენ წილებს და ხელმძღვანელობენ მათ საქმიანობას, მაგრამ არცერთი მათგანის მონაწილეობა სამეწარმეო საქმიანობაში 2024 წელს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მას არ აუსახავს.

დესპანის ოჯახს უკავშირდება საგარეჯოში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის შექმნის შეუსრულებელი ვალდებულებაც – სახელმწიფომ 111 ჰექტარზე მეტი მიწის ნაკვეთი სწორედ ამ მიზნით გადასცა კომპანიას, რომლის 20%-ს ფლობს მიხეილ თიგიშვილის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი.

დესპანის ოჯახის ბიზნესი და ლიცენზიები წიაღისეულის მოპოვებაზე

მიხეილ თიგიშვილის მეუღლემ, ნარგიზა ჭავჭანიძემ კომპანია “დეენკა პრომაინინგი“ 2021 წლის 29 ივლისს დაარეგისტრირა. 12 დღის შემდეგ, 2021 წლის 10 აგვისტოს, სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“ ამ კომპანიას 3-წლიანი ლიცენზია მისცა, რის საფუძველზეც ლიცენზიანტს ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე აჭარისწყალზე 111,440 კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის მოპოვების უფლება ჰქონდა.

ინერტული მასალის მოპოვების შედეგად, მიმდებარედ, მდინარე აჭარისწყალზე მოწყობილ ხიდის საძირკვლებს/საყრდენ ბურჯებს  საფუძველი გამოეცალა და ასევე საფრთხე შეექმნა მაღალი ძაბვის გადამცემ ბოძებს, რაც შეუიარაღებელი თვალითაც ნათლად ჩანს.

ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ, 2024 წლის 4 ივნისის #803 განკარგულებით, შპს “დეენკა პრომაინინგს“ 48%-ით, 165,000 კუბურ მეტრამდე გაუზარდა მოსაპოვებელი ქვიშა-ხრეშის თავდაპირველი მოცულობა, რის სანაცვლოდაც მან ბიუჯეტში საბოლოო ჯამში 236,739 ლარი უნდა გადაიხადოს.

ხსენებული დაზიანებული ხიდის მოსაწყობად ქედის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წელს 958,325 ლარი დახარჯა, რაც დუმბაძეების უბანში მცხოვრები მოსახლეობის ცენტრალურ გზასთან დამაკავშირებელი ერთადერთი საავტომობილო გზის შემადგენელი ნაწილია.

აღსანიშნავია, რომ მიხეილ თიგიშვილი მისი მეუღლის კომპანიის მიერ ლიცენზიის მოპოვების დროს მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის ქვეყნების სამმართველოს უფროსად, ხოლო 2022 წლიდან დღემდე ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანია.

კავშირები საგარეჯოს თავისუფალი ეკონომიკური ზონის მომწყობ კომპანიასთან

თიგიშვილებთანაა დაკავშირებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მზისგულში (ყოფილი ბოგდანოვკა) თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მოსაწყობად მთავრობის მიერ შერჩეული კომპანია “ასი გრუპ ჯორჯია”, რომლის 20% წილს დესპანის შვილი, დურმიშხან თიგიშვილი ფლობს.

მთავრობის 2022 წლის დადგენილებით, სწორედ ამ კომპანიას დაევალა 1,117,450 კვ/მ-ზე საბაჟო-გამშვები პუნქტებისა და სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა. მთავრობამ ზონის მოწყობის ვადა 2023 წელს 1 წლით გადაიწია, მთავრობის ახალი დადგენილებით, კომპანიას შესაბამისი ინფრასტრუქტურა 2024 წლის 1 სექტემბრისთვის უნდა მოეწყო, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, რომ ვალდებულება არც ამჟამადაა შესრულებული.

“ასი გრუპ ჯორჯია”, თავის მხრივ, დაკავშირებულია ნიდერლანდებში რეგისტირირებულ კომპანია „ასი გრუპ ჰოთელს ჯორჯიასთან”, რომლის დირექტორიც დურმიშხან თიგიშვილია, 100% წილის მესაკუთრე კი ეგვიპტის მოქალაქე  ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია, კანდილი, ცესკოს მონაცემებით, სწორედ თიგიშვილების მისამართზეა რეგისტრირებული.

“ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ” 2022 წელს აუქციონზე, უკონკურენტოდ (ერთი ბიჯით) წყალტუბოში მდებარე სანატორიუმი “მედეა” თითქმის 6 მილიონ ლარად შეიძინა.

ლიცენზია “ალტ ინფოსთან” დაკავშირებული პირებისთვის

კიდევ ერთი კომპანია, რომელსაც 14-წლიანი ლიცენზია მისცა სსიპ “მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ“, არის “ფორვარდ მაინინგი“. ამ კომპანიის დამფუძნებელი და 42,5% წილის მფლობელი ილია ცანავა არის ეგვიპტეში საქართველოს დესპანის, მიხეილ თიგიშვილის შვილის, დურმიშხან თიგიშვილის ბიზნესპარტნიორი შპს “აიდი გლობალში“. შპს “ფორვარდ მაინინგმა” უფლება მიიღო, 114,595 კუბური მეტრი ბაზალტი მოიპოვოს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. ილია ცანავა ამვდროულად, 2014 წლიდან არის პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “ალტ-ინფოს“ ლიდერის, აშშ-ის მიერ სანქცირებული კონსტანტინე მორგოშიასა და მისი მამიდის, ციალა მორგოშიას, ბიზნესპარტნიორი შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიასა” (ს/კ 405078277)) და შპს “გრანდე გრუპ ჯორჯიაში” (ს/კ 405062649).

Post navigation

Previous: დინამო ბათუმი VS დინამო თბილისი – მატჩი 23 სექტემბერს გაიმართება
Next: მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

xe tye_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში სახელმწიფო ტყიდან ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოვლინდა

აჭარა თაიმსი ივნისი 1, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ

აჭარა თაიმსი მაისი 16, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევსა და ქედაში სახელმწიფო ტყეში უკანონო კოტეჯები აღმოაჩინეს

აჭარა თაიმსი აპრილი 8, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026
ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი policia_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

ხელვაჩაურში ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა – დაშავებულია ორი

ივნისი 18, 2026
მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ saskolo formebi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს ჩინეთში შეკერავენ

ივნისი 20, 2026
„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ გუნდის გაძლიერებას განაგრძობს

ივნისი 19, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 22 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 19, 2026
ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმის მერია ბიუჯეტის ფულით სამანქანე გზას შუახევის მერის მეუღლის მიწის ნაკვეთამდე აკეთებს

ივნისი 19, 2026
საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

ივნისი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.