ბუკნარში, უფუნქციო შენობაში უსახლკაროები შეიჭნენ და შენობა დაიკავეს, ამის შესახებ “აჭარა თაიმსს” თავად აცნობეს.
თვითნებურად შესახლებულების თქმით, წასასვლელი არსად აქვთ და ამიტომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება. ამბობენ, რომ ზოგიერთი მათგანი წლებია ნაქირავებშია ან ნათესავთანაა შეფარებული.
უსახლკაროების თქმით, ბოლო რამდენიმე წელია აქციებს მართავენ და ადგილობრივ ხელისუფლებას ფართობებით უზრუნველყოფას სთხოვენ, თუმცა უშედეგოდ.
შენობასთან, რომელიც სოციალურად დაუცველებმა დაიკავეს პოლიციელები იმყოფებიან.
ობიექტი სახელმწიფოს ბალანსზეა. თვითნებურად შეჭრილების ქმედებას ადგილობრივი ხელიაუფლება ჯერ არ გამოხმაურებია.