Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

“ოცნება” არჩევნების საერთაშორისო გამოძიების წინააღმდეგია

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 29, 2024
shalva papuashvili_AJARATIMES.GE

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარის თქმით, საჩივრების განხილვა მოხდება ცესკოში და მას საერთაშორისო გამოძიება არ სჭირდება. შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიება Edison Research-ის მიერ „ეგზიტპოლის გაყალბებას“ სჭირდება.

“საშინაო გამოძიებას რას ერჩიან? საშინაო რომ იყოს რა პრობლემაა? რატომ არ ენდობიან? ასე არ ენდობოდნენ რუსთავი 2-ის საქმეზე სასამართლოს, ასე არ ენდობოდნენ გვარამიას, მელიას, სააკაშვილის საქმეზე. ხო აღმოჩნდა, რომ ეს იყო ცრუ ბრალდებები სასამართლოს მიმართ და ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი. მის მიმართ ბრალმდებელნი იყვნენ მტყუანი. ანუ ჩვენ ძალიან კარგი საშინაო გამოძიებები გვაქვს ყველაფერთან დაკავშირებით, თუ კი რაიმე საჭირო არის და უპირველეს ყოვლისა, აქ იგულისხმება საჩივრების განხილვა ცესკოში და ყველა ნახავს ამას და დააკვირდნენ და ნახონ ახლა კმაყოფილები იქნებიან თუ არა ამ განხილვებით.

რასაც საერთაშორისო გამოძიება სჭირდება და რაც ნამდვილად არის მათ იურისდიქციაში და შეუძლიათ, პირველი – გამოიძიონ ამერიკული კომპანია “ედისონ რისერჩის”. ხო ამერიკულია, თუ არ ვცდები? მის მიერ ეგზიტპოლის გაყალბება. ეს ხომ დადასტურდა რომ ეს გაყალბებულია, თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ გაყალბებული არის? ხო დადასტურდა, რომ ეს არის გაყალბებული კვლევა და ახლა გამოიძიონ აბა რატომ გაყალბდა.

იდგა ამის უკან პოლიტიკური კორუფცია და გავლენები, იდგა ამის უკან ფულით კორუფცია ქრთამი, თუ რა იდგა? ფაქტია, რომ ეს იყო გაყალბებული ეგზიტპოლი და “ედისონ რისერჩმა” შეასრულა ის როლი, რაც ISFED ჰქონდა 2020 წელს, როდესაც ციფრებით აცდენით უნდა შემოეტანათ არეულობა საზოგადოებაში.

პირველი, შეუძლიათ გამოძიება “ედისონ რისერჩის” და მათ იურისდიქციაშია და კი ბატონო, გამოიძიონ გვაჩვენონ, კაი ობიექტური გამოძიება რა არის. მეორე, მე რამდენი ხანია ვამბობ, რომ ჯერ კიდევ ვალად ადევს ამერიკის ხელისუფლებას, რომ გამოიძიოს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგებთან დაკავშირებით სინამდვილეში რა ხდებოდა. 

ჩვენ დადასტურებულად ვიცით, თუ არ გავყვებით იმ საკითხს, რომ თავად რიცხვები გაყალბდა თუ არა, დადასტურებულად რაც ვიცით ამ ეტაპზე საჯარო წყაროებით არის ის, რომ ISFED-მა ერთი თვის განმავლობაში იცოდა, რომ ის რიცხვები, რასაც ის ავრცელებდა, იყო ცრუ და მაინც ავრცელებდა და ამით აყალბებდა ზუსტად შედეგებს. და მეორე – ჩვენ დაზუსტებით ვიცით, რომ ISFED-ის დონორმაც იცოდა და ჩვენ პირად შეხვედრებზე გვატყუებდა, რომ ყველაფერი სწორი იყო და არანაირი შეცდომა იქ არ ყოფილა. აი ამის გამოძიება ნამდვილად შეუძლია კონგრესსაც და სენატსაც,” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. 

Post navigation

Previous: იტალიელი ჟურნალისტების მედია ტური აჭარაში
Next: ცესკო პროკურატურას მიმართავს, ადმინისტრაცია არჩევნების გაყალბებაზე ბრალდებების გამოძიებას ითხოვს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

ივნისი 18, 2026
სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 18, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

ივნისი 18, 2026
დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა

ივნისი 18, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება

ივნისი 18, 2026
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქმეზე ორი პირი დააკავეს

ივნისი 17, 2026
1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება gemi, zgva, navi_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

1 ივლისიდან შიდა წყლებში კატარღებისა და ჰიდროციკლების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატი სავალდებულო ხდება

ივნისი 18, 2026
სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 2
  • ხელვაჩაური

სარფში დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის ბრალდებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ივნისი 18, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე ბათუმში დააკავეს

ივნისი 18, 2026
დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა _AJARATIMES.GE 4
  • სპორტი

დინამო ბათუმმა ტორპედო დაამარცხა

ივნისი 18, 2026
ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება _AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთო მგზავრობის კონტროლი სამხრე კამერებით განხორციელდება

ივნისი 18, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.