„საფეხბურთო კლუბ გონიოს“ რიგებს ორი ახალი ფეხბურთელი შეუერთდა. მათი ტრანსფერების შესახებ კლუბმა ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ს/კ გონიოს“ რიგებს ბრაზილიელი თავდამსხმელი ვიქტორ გაბრიელი შეუერთდა. 27 წლის ფეხბურთელი კლუბში „შწიექი Uნიტე Fჩ”-იდან გადმოვიდა, რომელიც მალტას მეორე ლიგაში (ჩჰალლენგე Lეაგუე) ასპარეზობს. „გონიოს“ ინფორმაციით, ვიქტორ გაბრიელი უკვე ბათუმშია, ხოლო კლუბი მის საერთაშორისო ტრანსფერზე მუშაობს. ბრაზილიელი ფეხბურთელი „გონიოს“ მაისურით უახლოეს ტურებში ითამაშებს.
„საფეხბურთო კლუბ გონიოს“ რიგებს ასევე გამოცდილი ქართველი მცველი, ლაშა კასრაძე შეუერთდა. 35 წლის ფეხბურთელი ასპარეზობდა როგორც ქართულ, ისე საზღვარგარეთის კლუბებში.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



