Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

„ოცნების ქალაქში” სამშენებლო მოედანი შეღობეს – ღია მდგომარეობაში მხოლოდ ტრაგედიის ადგილი დატოვეს

სულხან მესხიძე მარტი 21, 2025
ocnebis qalaqi_AJARATIMES.GE

„ოცნების ქალაქში”, სადაც კორპუსების მშენებლობა იგეგმება, თუნუქის ფირფიტებით შეღობეს, თუმცა რამდენიმე კვადრატული მეტრი ტერიტორია გამოტოვეს. ადგილი, სადაც თხრილში ორი ბავშვი ჩავარდა და დაიღუპა მხოლოდ მიწით ამოავსეს. რკინის ღობე, ბავშვების დაღუპვის ადგილიდან დაახლოებით 5 მეტრში გაავლეს, ღია მდგომარეობაში მხოლოდ ტრაგედიის ადგილი დატოვეს.

ის, რომ ბავშვების დაღუპვის ადგილი არ შემოსაზღვრეს, ხელისუფლების მთავარ არგუმენტს – „იქ არ იყო სამშენებლო მოედანი“, კიდევ უფრო ამყარებს. არადა, ამავე ადგილზე ხის ფიცრულები თავის დროზე სწორედ სამშენებლო მოედნის მომზადების მიზნით დაანგრიეს.

ორი მოზარდის დაღუპვიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, მაგრამ დღემდე არაა მთავარ კითხვაზე პასუხი გაცემული – რატომ არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება დაცული დასახლებაში, რასაც კანონი მოითხოვს.

რატომ არ იყო სამშენებლო უსაფრთხოება დაცული – მთავარ კითხვას აჭარის ეკონომიკის მინისტრი და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე არ პასუხობდნენ მაშინაც, როცა დასახლებაში ტრაგიკული შემთხვევა მოხდა. ნახეთ კომენტარები “აჭარა თაიმსის” არქივიდან.

მაშინ, როცა “ოცნების ქალაქში” ტრაგიკული შემთხვევა მოხდა მოქალაქეები სამშენებლო უსაფრთხოების დაუცველობაზე ღიად საუბრობდნენ, თუმცა მათ გაჩუმებას “ქართული ოცნების” მხარდამჭერები და აქტივისტები ცდილობდნენ. ნახეთ კომენტარები “აჭარა თაიმსის” არქივიდან.

რას ამბობდა ხალხი 2 ბავშვის დაღუპვის ფაქტზე – დამატებითი კომენტარები “აჭარა თაიმსის” არქივიდან.

სრულ ჩანაწერს “ოცნების ქალაქიდან” ნახავთ ბმულზე

Post navigation

Previous: ბათუმში მოძრავ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა
Next: „რაგბის კლუბმა ბათუმმა“ „ყაზბეგი“ დამაჯერებელი გამარჯვებით დაამარცხა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

აჭარა თაიმსი სექტემბერი 20, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026
„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„ყოველ დღე საფრთხეში გვიწევს ცხოვრება“ – ავარიულ სახლში მცხოვრები ოჯახი დახმარებას ითხოვს

სექტემბერი 19, 2026
„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ დაძაბულ შეხვედრაში „ტორპედო“ დაამარცხა

სექტემბერი 20, 2026
დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა _AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

დატბორვაზე ბათუმის მერიაში 100-ზე მეტი ზარი შევიდა

სექტემბერი 20, 2026
ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო giorgi cincadze_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმის დატბორვის დროს მერი შვებულებაში იყო

სექტემბერი 20, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

გარემოს ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, ბათუმში სექტემბრისთვის უპრეცედენტო ნალექი დაფიქსირდა

სექტემბერი 20, 2026
ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში მეწყრის გამო მატარებელი გაჩერდა

სექტემბერი 19, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.