
ბათუმის ავტოტრანსპორტის ინფორმაციით, მამია ვარშანიძის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო იცვლება №7 და №7ა მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობის სქემა. ავტობუსები დროებით იმოძრავებენ შემდეგი შეცვლილი მარშრუტით:
N7: მამია ვარშანიძის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.
N7ა: მამია ვარშანიძის ქ. → გენერალ ასლან აბაშიძის ქ. → სულხან-საბა ორბელიანის ქ. → ვახტანგ შამილაძის ქ. → მამია ვარშანიძის ქ.
“გთხოვთ, გადაადგილების დაგეგმვისას გაითვალისწინოთ აღნიშნული ცვლილებები,” – ნათქვამია ბათუმის ავტოტრანსპორტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.