Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

ისტორიაში პირველად, საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მშვილდოსნობაში ევროპის თასზე მედალი მოიპოვა

აჭარა თაიმსი მაისი 20, 2025
sporti_AJARATIMES.GE

ისტორიაში პირველად, საქართველოს გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა მშვილდოსნობაში ევროპის თასზე მედალი მოიპოვა. ბრინჯაოს მედალს საქართველოს ნაკრები ბულგარეთში გამართულ ევროპის თასის პირველ ეტაპზე დაეუფლა. გუნდის შემადგენლობაში ასპარეზობდნენ ანა ბოლოკაძე, ნია გათენაძე (აჭარის ნაკრები) და ელენიკა ეფრემიძე.

საქართველოს ნაკრებმა შესანიშნავი ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპზევე დაიწყო და მეოთხედფინალში ავტომატურად გადაინაცვლა. ამ ეტაპზე ქართველი გოგონები პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და დამაჯერებლად, ანგარიშით 6:0 დაამარცხეს. ნახევარფინალში საქართველოს გუნდი იტალიას შეხვდა, თუმცა დაძაბულ ბრძოლაში 2:4 დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში საქართველოს ნაკრები ჩეხეთის წინააღმდეგ გავიდა და კიდევ ერთხელ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა — 6:0. ეს გამარჯვება მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს საქართველოს მშვილდოსნობის ისტორიაში, რადგან ეს არის პირველი მედალი, რომელიც გოგონათა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე მოიპოვა.

Post navigation

Previous: საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში ნავსადგურებში 4511 გემი შევიდა
Next: ბათუმში N7 და N7ა ავტობუსების მარშრუტები დროებით იცვლება 

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 17, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ფურშეტი სპორტსმენებისთვის 8 200 ლარად

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 11, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 23 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 22, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში, 50-ზე მეტ ოჯახს მესამე დღეა წყალი არ მიეწოდება

ოქტომბერი 22, 2026
ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს dito chubinidze_AJARATIMES.GE 4
  • საქართველო

ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე საბოტაჟის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 22, 2026
„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

„ბათუმი“ FIBA Europe Cup-ზე „პრომითეასთან“ დამარცხდა

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.