აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე რამდენიმე პირი დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების, ავტომობილებისა და პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის – პისტოლეტები, სანადირო თოფი, რევოლვერები, მჭიდები და ვაზნები.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 ნაწილებით, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას და 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



