
შსს იტყობინება, რომ საქართველოდან უცხო ქვეყნის 26 მოქალაქის იძულებითი გაძევება განხორციელდა.
გაძევებულთა შორის არიან შემდეგი ქვეყნების მოქალაქეები: ინდოეთი, ყირგიზეთი, ირანი, რუსეთი, პაკისტანი, თურქმენეთი, თურქეთი, ტაჯიკეთი, ბანგლადეში და ერაყი.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული პირები საქართველოს ტერიტორიაზე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე იმყოფებოდნენ, რის გამოც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მათზე გასაწევი რეაგირება განხორციელდა. აღნიშნულ პირებს, გარდა გაძევებისა, ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვაც დაეკისრათ განსაზღვრული ვადით.