შსს ცნობით, ბათუმის პორტის ტერიტორიაზე, 1995 წელს დაბადებული ე.პ. დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანისა და შენახვის ბრალდებით დააკავეს.
დაკავება მოხდა აჭარის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებისა და საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებების შედეგად.
ნივთმტკიცების სახით ამოღებულია: 861 აბი ფსიქოტროპული ნივთიერება, რომელიც ეკიპაჟის წევრის პირად და ნივთებში იპოვეს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე და 263-ე მუხლებით, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



