ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით, „სარფის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ძვირფასი ქვების – ბრილიანტების უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.
საბაჟო კონტროლის ფარგლებში, უცხო ქვეყნის მოქალაქის ხელბარგის დეტალური შემოწმებისას, აღმოჩენილ იქნა სხვადასხვა ზომის ბრილიანტის ქვები, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 145 503.62 ლარი შეადგინა. მოვლენილი ძვირფასი ქვების საერთო წონა 31.97 გრამია, ხოლო ზომის ერთეული 31 000 მილიგრამს აღემატება.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფაქტზე შედგა შესაბამისი დოკუმენტაცია და საქმის მასალები შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით გადაეცა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.



