ეროვნული ლიგის ცენტრალურ მატჩში „დინამო ბათუმმა“ საკუთარ მოედანზე დიდი ანგარიშით—1:4 წააგო „დინამო თბილისთან“.
მატჩი ბათუმური კლუბის აქტიური შეტევებით დაიწყო, თუმცა დედაქალაქის გუნდმა სწრაფად დაამყარა უპირატესობა და თამაშის ტემპი თითქმის სრულ შეხვედრაზე აკონტროლა.
თბილისელთაგან დუბლი შეასრულა ონორე გომისიამ (21-ე და 38-ე წუთებზე), თითო გოლი კი ირაკლი სირაძემ (45+5) და ნიკოლოზ ჩიქოვანმა (87′) გაიტანეს. „დინამო ბათუმის“ მხრიდან პრესტიჟის გოლი 47-ე წუთზე ლევან ხოზრევანიძემ გაიტანა. ეს მისი სადებიუტო გოლი იყო ეროვნულ ლიგაში.
შეხვედრის წინ გამორჩეული პერფორმანსით გამოირჩა „დინამო ბათუმის“ ფან-კლუბი „შავი ზღვის მეკობრეები“, რომლებმაც იუსტიციის სახლიდან სტადიონამდე მხარდამჭერი მსვლელობა მოაწყვეს. მიმდინარე სეზონში ეს ბათუმელთა მეხუთე წაგებაა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



