Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

აჭარის უმაღლესი საბჭოს დელეგატობის ყველა კანდიდატი კაცია

სულხან მესხიძე აგვისტო 24, 2024
kacebi_AJARATIMES.GE

მთავრობის თავჯდომარემ უმაღლესი საბჭოს დელეგატები წარადგინა. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტს კაცი კანდიდატები წარმოადგენენ. აღნიშნული დელეგატები „ქართული ოცნების“ სიაში უმაღლეს საბჭოში გამსვლელ ადგილზე იქნებიან.

“ყველა მათგანს კარგად იცნობენ აჭარაში როგორც პროფესიონალ, კეთილსინდისიერ, კვალიფიციურ, პატრიოტ და ხალხის კეთილდღეობაზე ორიენტირებულ საჯარო მოხელეებს, პოლიტოკოსებს,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ კანდიდატების წარდგენისას ბრიფინგზე. 

აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ასევე, აღნიშნა, რომ ძირითადი კრიტერიუმები, რითაც შეირჩა დელეგატები და რაც გახლდათ წარდგენის საფუძველი, არის პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება.

“26 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, ტარდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები. შესაბამისად, დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, ვინაიდან მსურს წარმოგიდგინოთ დელეგატები ,,ქართული ოცნებიდან”, რომლებიც წარმოდგენილი იქნებიან როგორც წამყვან პოზიციებზე უმაღლეს საბჭოში საკონსტიტუციო უმრავლესობის დაკომპლექტების მიზნით, ასევე, ისინი გაუძღვებიან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში შესაბამის საარჩევნო კამპანიას.

ბათუმიდან ჩვენი დელეგატი გახლავთ ბატონი რამაზ ჯინჭარაძე, რომელსაც განსაკუთრებული წარდგენა არ ჭირდება. საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, რომელსაც არაერთი მნიშვნელოვანი სოციალური პროექტის განხორციელება უკავშირდება, როგორც აჭარაში, ასევე ბათუმში.

ქობულეთიდან ჩვენი დელეგატი იქნება მოქმედი მაჟორიტარი ბატონი ცოტნე ანანიძე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე.

ხელვაჩაურში დელეგატი იქნება ბატონი მინდია დიასამიძე, საკრებულოს პირველი მოადგილე, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხელვაჩაურის საჭიროებები და არსებული გამოწვევები.

ქედაში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი მამუკა თურმანიძე, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მანამდე ის გახლდათ აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსი.

შუახევში დელეგატი იქნება ბატონი ფრიდონ ფუტკარაძე, მოქმედი მაჟორიტარი და აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე უმაღლეს საბჭოში.

ხულოში ჩვენი დელეგატი იქნება ბატონი ვახტანგ ბერიძე, მოქმედი მერი, რომელმაც ძალიან კარგად იცის ხულოს წინაშე არსებული გამოწვევები და ის ნამდვილად გახლავთ ამ მუნიციპალიტეტის ძალიან დიდი საყრდენი,” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

Post navigation

Previous: ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობას ტოვებს
Next: Ჩვენ ამისგან ვაკეთებთ – საქართველოსა და USAID-ის თანამშრომლობის “არაჩვეულებრივი გამოფენა”

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.