Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში კომერციული ობიექტების მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულ გავლენიან პირებს ზეწოლაში, მუქარასა და საკუთრების იძულებით დათმობის მცდელობაში ადანაშაულებენ

სულხან მესხიძე მაისი 16, 2026
_AJARATIMES.GE (1)

ბათუმში, გიორგი ბრწყინვალისა და მელიქიშვილის ქუჩების გზაჯვარედინთან, მიწის გასხვისების გამო კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ საქმიანობას საფრთხე შეექმნა და ფაქტობრივად იზოლაციაში ექცევიან.

მათი თქმით, სახელმწიფომ, ამ შემთხვევაში ბათუმის მერიამ მიწის ნაკვეთი ისე გაასხვისა, რომ მომიჯნავე მესაკუთრეები არ გაუფრთხილებია. მეწარმეები ამბობენ, რომ ტერიტორიის გასხვისების შემდეგ მათ ობიექტებთან მისასვლელი გზა აღარ რჩებათ, რაც ბიზნესის ფუნქციონირებას შეუძლებელს ხდის.

ერთ-ერთი ობიექტის მფლობელი, ლამარა აბაშიძე აცხადებს, რომ ემუქრებიან და ზეწოლის გზით ობიექტის დათმობას აიძულებენ.

„ეს გზა ჩამიკეტეს, რის გამოც იძულებული გახდა ის პირიც, რომელსაც ჩემგან ფართი ჰქონდა დაქირავებული, წასულიყო. ბექა თვალაძემ მითხრა, (მიწის არაოფიციალური მფლობელი) ობიექტს მერია წაგართმევს და ბოლოს მე დამეჩოქები, რომ მოგყიდოო. მეუბნებოდა, ისეთ მდგომარეობამდე მიგიყვან, სხვა გზა აღარ დაგრჩებაო. თუ მერია ჩემი მაღაზიის მისასვლელს ყიდდა, რატომ არ შემომთავაზეს მეც შესყიდვა? სისხლს დავღვრი და ამ ადგილს არ დავთმობ“, – ამბობს ლამარა აბაშიძე.

კომერციული ფართების მფლობელები აცხადებენ, რომ მიწის ახალი მფლობელები „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირები არიან. მათი თქმით, ოფიციალურ დოკუმენტებში სხვა პირი ფიგურირებს, თუმცა პროცესში გავლენიანი ჩინოვნიკებისა და მმართველ პარტიასთან დაახლოებული ადამიანების ინტერესები იკვეთება. მოქალაქეების განცხადებით, მათზე ზეწოლა და მუქარაც ხორციელდება. ისინი ამბობენ, რომ საუბარია როგორც მაღაზიების დაწვის, ასევე საკუთრების იძულებით დათმობის მუქარაზეც.

ერთ-ერთი პირი, რომელსაც ადგილობრივები მუქარასა და შევიწროებაში ადანაშაულებენ, ბექა თვალაძეა. საჯარო მონაცემების მიხედვით, ბექა თვალაძემ „ქართულ ოცნებას“ ორჯერ, ჯამში 43 000 ლარი შესწირა. „აჭარა თაიმსი“ ცდილობდა მასთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამ ეტაპზე, მიწის ნაკვეთი ოფიციალურად ბექა თვალაძის სიდედრის სახელზეა რეგისტრირებული.

ადგილობრივები ასევე საუბრობენ ბექა თვალაძის კავშირებზე ბექა მანველიძესთან. მათი ინფორმაციით, მანველიძე ბექა თვალაძის ბიზნესპარტნიორია. საჯარო მონაცემებით, ბექა მანველიძესაც „ქართული ოცნებისთვის“ 40 000 ლარი აქვს შეწირული.

ამასთან, ბექა მანველიძე მოქმედი მაღალჩინოსნის, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის, გიორგი მანველიძის ძმაა. მათი მამა, ბაგრატ მანველიძე, წლების განმავლობაში „ქართული ოცნების“ ჩინოვნიკი და ბათუმის ვიცე-მერი იყო.

გიორგი და ბექა მანველიძეებთან დაკავშირება ვერ შევძელით. იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოზიციის დაფიქსირებას ისურვებენ, „აჭარა თაიმსი“ მზად არის, ბრალდებების საპასუხოდ მათ შესაბამისი სივრცე დაუთმოს.

კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ მათ წინააღმდეგ გავლენიანი ჯგუფები მოქმედებენ და მიზანი მათი საკუთრების იძულებით დათმობინებაა. მათი თქმით, სახელმწიფოს მხრიდან მიღებულმა გადაწყვეტილებამ ისინი მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა, რადგან ობიექტებთან თავისუფალი წვდომის გარეშე ბიზნესის გაგრძელება პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

ერთ-ერთი კომერციული ობიექტის მფლობელი, ანზორ ძირკვაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, აცხადებს, რომ აქამდე მედიასთან საუბრისგან თავს იკავებდა, რადგან არ სურდა საზოგადოებას გაეგო, როგორ ექცეოდა მისივე არჩეული ხელისუფლება.

„ორი წელია დავა გვაქვს და მედიასთან სასაუბროდ არ მოვდიოდი, სიმართლე რომ გითხრათ, მრცხვენოდა. „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ რომ მოხდა. ახლა ბევრი დამცინის, შენ არ იყავი „ოცნების“ მხარდამჭერიო? ამას პირდაპირაც მეუბნებიან. ამიტომ არ ვსაუბრობდი, არ მინდოდა ვინმეს გაეგო, მაგრამ სამართალს ვერ მივაღწიე“, – ამბობს ანზორ ძირკვაძე.

კომერციული ობიექტების მფლობელები აცხადებენ, რომ ახლა მათი ერთადერთი იმედი ცენტრალური ხელისუფლების ყურადღების მიქცევაა. კვლავ სჯერათ, რომ პროცესში ჩართული ადგილობრივი ჩინოვნიკები ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად მოქმედებენ და იმ შემთხვევაში, თუ მათი საქმე საქართველოს მთავრობამდე მივა, აღნიშნული პირები დაისჯებიან.

დაკავშირებული თემები ⇓

რას ამბობენ თანაგუნდელები გიორგი მანველიძეზე, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის საქმეზე ერთ-ერთი ფიგურანტია

ინფორმაცია მათთვის, ვინც ცათამბჯენების მშენებლობის და ძველი კორპუსების დანგრევის მომხრეა – ხალხის ხმა ბათუმის უბნებიდან

 

Post navigation

Previous: მაღალმთიან აჭარაში ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს – ადგილობრივები დაპირისპირებაზე საუბრობენ
Next: საქართველო 17 მაისს ლგბტქი ადამიანების უფლებების გაუარესებული მდგომარეობისა და პოლიტიკური ჰომოფობიის ფონზე ხვდება – საია

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

აჭარა თაიმსი სექტემბერი 4, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026
policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

აჭარა თაიმსი სექტემბერი 3, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 4 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 3, 2026
ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ქობულეთ-ხელვაჩაურის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავარია მოხდა – გადაყირავდა სატვირთო

სექტემბერი 4, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 სექტემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

სექტემბერი 4, 2026
ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი _AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა – დაშავდა ხუთი ადამიანი

სექტემბერი 3, 2026
თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან sarfis sabajo, turqeti_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

თურქი მოვაჭრეები მომხმარებლების დაკარგვას უჩივიან, მათი თქმით, ადამიანები საყიდლებზე საქართველოში მიდიან

სექტემბერი 3, 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს policia_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე აჭარაში დააკავეს

სექტემბერი 3, 2026

სიახლეების კალენდარი

სექტემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« აგვ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.