Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ქობულეთი
  • ხელვაჩაური

ინფორმაცია მათთვის, ვინც ცათამბჯენების მშენებლობის და ძველი კორპუსების დანგრევის მომხრეა – ხალხის ხმა ბათუმის უბნებიდან

სულხან მესხიძე მარტი 20, 2024
korpusi_ajaratimes.ge

ხედი ფანჯრიდან

როდესაც ბათუმში ადამიანთა მცირე ჯგუფი ცათამბჯენების მშენებლობას ეწინააღმდეგება, უმრავლესობის მხრიდან ასეთ პოზიციას მოისმენთ: „აშენებენ, ხომ არ ანგრევენ, რატომ უშლით ხელს ქალაქის განვითარებას?”

ვინც არ ფიქრობს, რა მოსალოდნელი შედეგები შეიძლება ჰქონდეს “ინვესტიციის” განხორციელებას,  მისთვის ცათამბჯენი მხოლოდ სილამაზესთან და “სიკეთესთან” ასოცირდება. საქართველოში კი, ქაოსური მშენებლობების გამო, სხვა რეალობა გვაქვს.

„აჭარა თაიმსმა“ იმ ადამიანებთან გასაუბრება გადაწყვიტა, რომლებსაც ცათამბჯენების ჩრდილქვეშ უწევთ ცხოვრება. ამ მასალაში ბათუმის სხვადასხვა უბანში მცხოვრებთა ხმებს მოისმენთ და უშუალოდ მათგან გაიგებთ, როგორ რეალობაში გაიღვიძეს, მაღლივი კორპუსებისა თუ სასტუმროების მშენებლობის შემდეგ.

ბათუმში ქაოსური მშენებლობის ნათელი მაგალითი ზღვის პირველი ზოლია, სადაც ცათამბჯენებს, ფაქტობრივად, ბეტონის ფარდა აქვს შექმნილი. მოდი, მოვისმინოთ ხიმშიაშვილის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქის ხმა ⇓

გამოწვევები და პრობლემები თითქმის იდენტურია კობალაძის ქუჩაზეც. „ჩვენს ქუჩაზე სუნთქვა ჭირს, ეზოები აღარ გვაქვს,“ – ასე იწყებს ჩვენთან საუბარს ერთ-ერთი ადგილობრივი და იმ რეალობაზე გვიყვება, რომელიც მათ დასახლებაშია შექმნილი. მოვისმინოთ ამ მოქალაქის სათქმელი ⇓

დარღვეული უფლებები, გამქრალი რეკრეაციული ზოლი, პარკინგის არარსებობა, მცირე ადგილზე რამდენიმე ცათამბჯენი და არანაირი სკვერი – ეს იმ პრობლემების ჩამონათვალია, რომლებზეც ყურადღებას ამახვილებს ფიროსმანის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქე. მოისმინეთ მისი პოზიცია ვრცლად ⇓

ბათუმში ინასარიძის ქუჩის გარკვეული მონაკვეთი ხუთსართულიანი კორპუსებითაა განაშენიანებული. ყველა სახლს განიერი ეზო, გამწვანება და სკვერი აქვს, თუმცა ამ სიკეთეების მიღმა, არის ერთი რეალობა, რომელიც, ბოლო წლებში, მათ დასახლებაში შეიქმნა. ზღვის მხარე მთლიანად ცათამბჯენებითაა ჩაკეტილი, რაც ადგილობრივებს დისკომფორტს უქმნის ⇓

პრობლემებსა და საფრთხეებზე ის მოქალაქეებიც საუბრობენ, რომლებიც ცათამბჯენებში ცხოვრობენ. მათი თქმით, გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, დაუცველობის განცდაც აქვთ. ფიქრობენ, რომ კორპუსების უდიდესი ნაწილი უხარისხოდაა აშენებული. მოისმინეთ ფარნავაზ მეფის ქუჩაზე არსებულ მაღალსართულიან სახლში მცხოვრების მოსაზრება ⇓

გორგასლის ქუჩაზე, მჭიდროდ განაშენიანებულ უბანში, სადაც ელემენტარული ინფრასტრუქტურაც არ არსებობს, ერთ-ერთი პირი სხვა მოქალაქეებს ასეთ კორპუსებში ცხოვრებისგან თავის შეკავებას სთხოვს და ყველას, ვინც დამატებითი კვადრატების სანაცვლოდ საკუთრებას თმობს, დაფიქრებისკენ მოუწოდებს ⇓

სამოქალაქო აქტივისტს, რომელიც წლებია ბათუმის ქაოსურ განაშენიანებას ეწინააღმდეგება პროცესის შეჩერების იმედი არ აქვს. ირმა ზოიძის თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ, რაც შეიძლება მეტი სარგებელი მიიღოს. ზოიძე აქცენტს შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე აკეთებს და აცხადებს, რომ გადაწყვეტილებები მეტწილად საეჭვოა ⇓

მესამე სექტორი შექმნილი ვითარების ფონზე აქცენტს სატრანსპორტო პოლიტიკაზე აკეთებს. “მწვანე ალტერნატივაში” მიაჩნიათ, რომ დოკუმენტი განახლებას საჭიროებს, რადგან მჭიდრო განაშენიანების შედეგად ხშირია სატრანსპორტო კოლაფსი. ანა ნიქაბაძის თქმით, ნებართვების გაცემამდე უნდა შეფასდეს მშენებლობის ზეგავლენა ტრანსპორტის სექტორზე, რაც მოქმედი რეგულაციებით არ განისაზღვრება ⇓

„რამდენი სართული აშენდება, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. რატომ გვაქვს მაღალი სართულების შიში,“ – ასე ფიქრობს უმრავლესობის წევრი, რომელსაც ბათუმის ჩაბეტონების პროცესზე ვკითხეთ.

გიორგი მანველიძის მტკიცებით, ქაოსური მშენებლობები და „განუკითხაობა“ 2012 წლამდე ხდებოდა. არადა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის რძლის კომპანია 2022 წელს უკანონო მშენებლობით იყო დაკავებული.

მანველიძეების ოჯახი კიდევ ერთ უკანონო სამშენებლო პროცესში ფიგურირებდა. 2020 წელს, მოქალაქეები მამა-შვილ ჩინოვნიკეებს ინვესტორის მფარველობაში ადანაშაულებდნენ.

„ქართული ოცნების“ მაღალჩინოსანს მიაჩნია, რომ ზღვისპირა ქალაქში „ყველაფერი რიგზეა“ და ბათუმის მერიის მიერ გაცემული სამშენებლო ნებართვები კრიტიკას არ იმსახურებს ⇓

Post navigation

Previous: ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
Next: დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს ნივთების გამოწერას დაპირდა, მოტყუებით კი 149 259 ₾არს დაეუფლა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ლევან ურიდია ნოემბერი 15, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026
_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ლევან ურიდია ნოემბერი 14, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.