Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს

აჭარა თაიმსი მარტი 20, 2024
prokuratura_ajaratimes.ge

ბათუმში მდებარე ხელოვნური განაყოფიერების, დონაციისა და სუროგაციის ცენტრ BIRTH-ში საგამოძიებო ასევე, საპროცესო მოქმედებები ჩატარდა, ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა სამედიცინო კლინიკიდან  დოკუმენტაცია და ელექტრონული ინფორმაცია ამოიღეს.

“ამ ეტაპზე, საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები გრძელდება, მათ შორის დაგეგმილია საქართველოს და ისრაელის მოქალაქეების მოწმის სახით გამოკითხვა,” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პროკურატურის განცხადებას კლინიკა წერილობით გამოეხმაურა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ჭორები ჩვენი სიკვდილის შესახებ გადაჭარბებულია!

კლინიკა BIRTH მრავალი წელია ფუნქციონირებს საქართველოს კანონმდებლობისა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად და კიდევ დიდხანს გაუწევს პაციენტებს სამედიცინო მომსახურებას. დღეს ბევრი მადლიერი პაციენტი მხარდაჭერას გვიცხადევს და გვჯერა, რომ მათი რიცხვი მუდმივად გაიზრდება. მადლობა ჩვენს პაციენტებს ამისთვის!

გვსურს გამოვეხმაუროთ გახმაურებულ ამბავს და განვმარტოთ ფაქტებით:

ჩვენს კლინიკაში დონორი კვერცხუჯრედის და მშობლების ბიოლოგიური სპერმის გამოყენებით მართლაც იქმნება ემბრიონები და იგზავნება ისრაელში მომავალი დედის საშვილოსნოში გადასატანად.

ნებისმიერი დონორის სისხლი 427 გენეტიკურ პათოლოგიაზე მოწმდება გენეტიკურ ლაბორატორიაში აშშ-ში, ლოს-ანჯელესში. ვინაიდან ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო, დონორის გამეტების გამოყენების შესაძლებლობის დადგენისას, მოითხოვს მხოლოდ 5 გენის გამოკვლევას, ჩვენ ვაკვირდებით ამ ხუთი გენის შედეგებს და თუ ისინი უარყოფითია, მაშინ დონორს უფლება აქვს გაიაროს შემდგომი პროცედურები.

განხილულმა დონორმა აღნიშნულ 5 გენზე უარყოფითი დასკვნა მიიღო (ჰემოფილია ამ სიაში არ შედის) და ამიტომ მიიღეს გადაწყვეტილება იმ კონკრეტული დონორის კვერცხუჯრედებით მომხდარიყო განაყოფიერება, რომელიც მშობლებმა აირჩიეს. ასევე, აღსანიშნავია, რომ ისრაელის კლინიკის ექიმებს და მათ პაციენტებსა მიეწოდათ დონორის სრული გენეტიკური ანალიზის შედეგები (427 გენზე) და გადაეგზავნათ დონორის სისხლის ორი სინჯი, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლებოდათ დამატებითი კვლევის ჩატარება ისრაელში.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული დონორის კვერცხუჯრედებიდან და პაციენტის საკუთარი სპერმატოზოიდით შექმნილი ემბრიონის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება პაციენტებს და მათ ექიმებს, რომლებსაც შეუძლიათ ჩაატარონ დამატებითი კვლევა ემბრიონების და დონორის სისხლის გამოყენებით.

ჩვენი ყველა ქმედება სრულად შეესაბამებოდა საქართველოსა და ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროების პროტოკოლებს. თუ ისრაელში რეცესიული ჰემოფილიის გენის მქონე უჯრედების გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია, მაშინ რატომ არ შეიტანა ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ეს პათოლოგია სავალდებულო გენების კვლევის სიაში? რატომ არ გაკეთდა დამატებითი ანალიზები დონორის სისხლზე, რომელიც გადაგზავნილი იყო ისრაელში?

ისრაელის მედიაში დაუზუსტებელი ინფორმაცია გავრცელდა ემბრიონების გამოყენებაზე. რეალურად კი დაიბადა ერთი გოგონა, რომელიც არის ჰემოფილიის მატარებელი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, მეორე შემთხვევაში კი ორსულობა მშობლების გადაწყვეტილებით შეწყდა;

სიცრუეს წარმოადგენს ისიც, რომ დონორი არის მუსლიმი აზერბაიჯანელი ქალი და ვიღაც ცდილობს შექმნას შთაბეჭდილება, რომ ჩვენ და ჩვენმა პარტნიორმა ექიმებმა განვახორციელეთ მიზანმიმართული ბოროტი ქმედება ისრაელში ჰემოფილიის გასავრცელებლად.

ფაქტობრივად, დონორი საქართველოდანაა, ჯანმრთელია და ჯანმრთელი შვილები ჰყავს. მსოფლიოში ცნობილი ფაქტია, რომ ჰემოფილიის გენის გადაცემის ალბათობა მხოლოდ მამაკაცებშია და ისიც 20 000-დან ერთ შემთხვევაში, ამიტომ მშობელი წყვეტს, გააჩინოს თუ არა ამ გენის მატარებელი ბავშვი.

ისრაელის მასმედია (ან შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტრო, რათა დამალოს თავისი შეცდომა, რომ ჰემოფილია არ აქვთ შეტანილი დონაციის აკრძალვების სიაში; ან შესაძლოა პოლიცია, რომელიც დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი „წარმატების“ ფონზე, საჭიროებს გარკვეული აქტივობის ჩვენებას) ამ საქმეს უწოდებენ “თაღლითობას”. ეს ტერმინი მინდა განვმარტო შეესაბამება, როცა მიზანმიმართულად ხდება ზიანის მიყენება. ეს კი გამორიცხულია ჩვენი პარტნიორი ებრაელი ექიმების მხრიდან, რომლებმაც 40 წლის განმავლობაში 10 000-ბით ოჯახი გააბედნიერეს;

გუშინ დილით კლინიკაში იმყოფებოდნენ პროკურატურის წარმომადგენლები და მათ გადავეცით პროცედურების სისწორისა და პროტოკოლის შესაბამისობის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი.

მადლობა ჟურნალისტებს ჩვენი აზრის დაფიქსირების შესაძლებლობისთვის. ვიმედოვნებთ სიმართლე დროთა განმავლობაში დადგინდება, თუმცა გარანტიას გაძლევთ, რომ ჩვენს კლინიკას ვერ დაეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნულ ფაქტზე.

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ეფექტიანად და კანონის სრული დაცვით.

პატივისცემით, ლევ ადიროვიჩი, კლინიკა BIRTH-ის დირექტორი.

Post navigation

Previous: ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა ქვეყანაში მკვეთრად უარესდება – IDFI
Next: ინფორმაცია მათთვის, ვინც ცათამბჯენების მშენებლობის და ძველი კორპუსების დანგრევის მომხრეა – ხალხის ხმა ბათუმის უბნებიდან

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ნოემბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 13, 2026
sakonstitucio sasamartlo_AJARATIMES.GE
  • საქართველო

ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე სასამართლოში ურთიერთბრალდებები და მწვავე დისკუსია გრძელდება

აჭარა თაიმსი ნოემბერი 12, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026
მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება _AJARATIMES.GE
  • საქართველო

მხარეებს შორის კამათი და მწვავე კითხვები – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ნოემბერი 13, 2026
მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ mandarini, citrusi_AJARATIMES.GE 1
  • ქობულეთი

მანდარინის სეზონი გამოწვევებით – ფერმერებს მოსავლის აღება უძვირდებათ

ნოემბერი 15, 2026
„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით gandagana festivaliAJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

„განდაგანა“ აჭარის ბიუჯეტს 738 567 ლარი უჯდება – ჭამა-სმა და გართობა ქართული სიმღერების თანხლებით

ნოემბერი 15, 2026
ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს policia_AJARATIMES.GE 3
  • ბათუმი

ბათუმში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა _AJARATIMES.GE 4
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელი სახლის მეორე სართული დაიწვა

ნოემბერი 14, 2026
ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა _AJARATIMES.GE 5
  • ქობულეთი

ქობულეთში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ნოემბერი 14, 2026

სიახლეების კალენდარი

ნოემბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30  
« ოქტ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.