Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • ბათუმი

ბათუმში უნებართვო შენობების დემონტაჟი გრძელდება – პროცესი თევზის ბაზრის მიმდებარედ დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა

სულხან მესხიძე თებერვალი 19, 2026
_AJARATIMES.GE

„ქართული ოცნების“ ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია უნებართვოდ განთავსებული შენობების დემონტაჟს აგრძელებს. მორიგი შემთხვევა გუშინ თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა, სადაც სანაპირო ზოლში არსებული მშენებარე ნაგებობა დაანგრიეს.

დემონტაჟის პარალელურად ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც უკვე მოქმედ ობიექტებში დასაქმებულები, ასევე შენობების მფლობელები. მათი განცხადებით, არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალური ინსპექციის შემდეგი გადაწყვეტილება მათ ობიექტებს შეეხება, რის გამოც პროცესს პროტესტით შეხვდნენ.

ადგილზე მყოფი პირები აცხადებენ, რომ მიღებულ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგებიან და მიიჩნევენ, რომ პროცესი არ არის მხოლოდ უნებართვო მშენებლობებთან დაკავშირებული. დასაქმებულების ნაწილის შეფასებით, დემონტაჟი შესაძლოა უკავშირდებოდეს ე.წ. ხელოვნური კუნძულის პროექტს, რადგან მათი ობიექტები სწორედ მისასვლელ ტერიტორიაზე მდებარეობს და არსებობს ვარაუდი, რომ აღნიშნულ ზონაში არსებული ნაგებობების შენარჩუნება არ სურთ.

მუნიციპალური ინსპექციის საქმიანობის შერჩევითი მიდგომი ეჭვებს იწვევს. უწყება განსაკუთრებულ სიმკაცრეს იჩენს იმ პირების მიმართ, ვისაც მმართველ პარტიასთან გავლენიანი კავშირები არ აქვთ. მაღალჩინოსნების უკანონო მშენებლობებზე კი რეაგირება ფაქტობრივად არ ხდება.

„აჭარა თაიმსმა“ კონკრეტული მაგალითების ნაწილი დაასახელა. კერძოდ, ბათუმის ბულვარში „ამბასადორის“ უნებართვო მშენებლობა, მერიის მიმდებარედ, დეპუტატ გია ჭყონიას უნებართვო სამუშაოები, ასევე ხელვაჩაურის ყოფილი მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის საცხოვრებელი სახლი, რომელმაც უკანონოდ აშენდა.

აღნიშნულ ფაქტებზე კითხვები „აჭარა თაიმსმა“ მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილეს დაუსვა, რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ.

Post navigation

Previous: 13 საქმეზე 29 პირი დააკავეს, მათ შორის ბირთვული მასალის უკანონო შეძენის მცდელობისთვის
Next: ერთობა არ უნდა იყოს თვითმიზანი – ოპოზიციას სჭირდება მრავალფეროვანი და დამოუკიდებელი სპექტრი | „ძლიერი საქართველო – ლელო“

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

აჭარა თაიმსი ივლისი 25, 2026
_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

აჭარა თაიმსი ივლისი 24, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.