Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

გიგი უგულავა ოპოზიციას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით საერთო სტრატეგიის ჩამოყალიბებას სთავაზობს

აჭარა თაიმსი აპრილი 16, 2025
gigi ugulava_AJARATIMES.GE

პოლიტიკოსი გიგი უგულავა ოპოზიციურ პარტიებს საჯარო წერილით მიმართავს და ერთიან სტრატეგიულ პოზიციაზე შეთანხმებისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ადგილობრივ არჩევნებს მხოლოდ სატყუარად იყენებს, ხოლო მონაწილეობა, არსებული პოლიტიკური რეალობის პირობებში, ოპოზიციის დისკრედიტაციისა და რეჟიმის ლეგიტიმაციის საფრთხეს ქმნის.

უგულავას შეფასებით, მმართველი გუნდის მიერ პარტიების აკრძალვის ინიციატივისა და შემდეგ მისი გადადების გამოცხადებამ ნათლად აჩვენა, რომ ადგილობრივი არჩევნები ოპოზიციისთვის პოლიტიკურ ხაფანგად იქცა.

„საქართველოში დღეის მდგომარეობით არჩევნები გაუქმებულია, ხვალ მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმე იქნება, ვიდრე დღეს და ვიდრე 2024-ში იყო“, — აცხადებს ის.

უგულავა მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ უნდა ჩამოაყალიბოს მკაფიო და დეტალური „საგზაო რუკა“, რომელიც განმარტავს:

  • რატომ არ მონაწილეობს ოპოზიცია არჩევნებში;
  • რა პირობებში გახდება შესაძლებელი არჩევნებში მონაწილეობა.

უგულავა ასევე, რამდენიმე წინადადებასაც სთავაზობს ოპოზიციურ სპექტრს, რომლებიც მისი თქმით, უნდა გახდეს მსჯელობის საგანი და ერთიანი პოზიციის ნაწილი. მათ შორისაა:

  1. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის;
  2. ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიღებული ბრუტალური და დრაკონული კანონების გაუქმება, მათ შორის — ცესკოსა და საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ცვლილებების, რაც მისი თქმით, „კალანდარიშვილის მეთაურობით არჩევნების გამართვას შეუძლებელს ხდის“;
  3. ადგილობრივ არჩევნებთან ერთად პლებისციტის ჩატარება, შეკითხვით: გსურთ თუ არა, ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის 27 დეკემბერს?* (თარიღი, როგორც უგულავა აღნიშნავს, სამსჯელოა);
  4. პლებისციტში „კი“-ს გამარჯვების შემთხვევაში — „ქართული ოცნება“ გადადგება, ხოლო ზურაბიშვილ-ყაველაშვილისა და ბარიერგადალახული 4+1 სუბიექტის ეგიდით ჩამოყალიბდება გარდამავალი ტექნიკური მთავრობა, რომელიც ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს;
  5. „ქართული ოცნება“ იღებს ვალდებულებას გარდამავალი მთავრობის ფორმირებაში მონაწილეობაზე.

ამავე დროს, უგულავა ხაზს უსვამს, რომ მოსაფიქრებელია, რა ვალდებულებას იღებს ოპოზიცია პლებისციტში მარცხის შემთხვევაში.

„ფაქტია, ოცნებას ძალიან უნდა შეგვათრიოს ამ არჩევნებში, შესაბამისად, უნდა დავტესტოთ რამდენად დიდია ეს მათი სურვილი — რისი დამთმობები არიან“, — წერს ის.

უგულავას თქმით, ოპოზიციისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ერთმანეთის იარლიყებით დადანაშაულების ნაცვლად, პოლიტიკური თანხმობის მიღწევა, რადგან „მხოლოდ განცხადება, არ ვმონაწილეობ, არ არის შემაკავებელი, ისევე როგორც ვმონაწილეობ – ტოვებს გარიგების და ღალატის კვალს“.

მისი აზრით, ვითარება საჭიროებს არა მხოლოდ შეთანხმებულ გეგმას, არამედ **შუამავლების ჩართვის შესაძლებლობის გადახედვასაც:
„სანამ შევძახებთ – არ მინდა შარლ მიშელი! უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც არავინ იხევს კალთებს. შესაძლოა ‘ოცნებასთან’ პირისპირ საუბარი მოგვიწიოს, რაც კიდევ უფრო ართულებს სიტუაციას.“

უგულავა პარტიებს, პრეზიდენტს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და მოძრაობებს ერთიანი პოზიციის შესამუშავებლად დიალოგისკენ მოუწოდებს: „დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ კომპლექსური საგზაო რუკა უნდა დავდოთ.“

Post navigation

Previous: „ოცნების“ პარლამენტმა მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოური გრანტის მიღება აკრძალა
Next: TV25 იყიდება – რეგიონული მაუწყებელი განცხადებას ავრცელებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 23, 2026
_AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026
sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 22, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026
მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება sakonstitucio rusul kanonze_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეორე დღე – საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საქმეზე განხილვა გრძელდება

ოქტომბერი 22, 2026
„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „სამგურალი“ დაამარცხა

ოქტომბერი 24, 2026
გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ gmirta xeivani_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

გმირთა ხეივანში, ხიდის ქვეშ კომერციული ობიექტების უმეტესობა არ გახსნილა, მოიჯარეებისთვის შეღავათებს განიხილავენ

ოქტომბერი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-სქსელში ჩართულ აბონენტებს

ოქტომბერი 23, 2026
სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს sarfis sabajo_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქეთის მოქალაქე 100 გრამამდე კოკაინის შემოტანის ბრალდებით დააკავეს

ოქტომბერი 23, 2026
წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს _AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

წარსულში როინ შავაძის მკვლელობის საქმის პროკურორი ვასილ როინიშვილი ახლა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის საკითხს განიხილავს

ოქტომბერი 22, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.