ეროვნული ლიგა ორში დასარჩენად და ეროვნული ლიგაში გადავლისათვის, „საფეხბურთო კლუბი გონიო“ შემადგენლობის გაძლიერებას განაგრძობს და საკუთარ რიგებში ახალი ფეხბურთელი, ერეკლე ჯიჯავაძე დაიმატა.
„საფეხბურთო კლუბი ,,გონიო”-მ სატრანსფერო ფანჯრის გახსნისთანავე აქტიურად დაიწყო მუშაობა შემადგენლობის გასაძლიერებლად, გვინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი კლუბის ახალწვეული, ჩვენი კუთხის მკვიდრი ნახევარმცველი ერეკლე ჯიჯავაძე, ,,ჯიჯი”” ჩვენს კლუბს ლიგა 1-ის ბინადარ ფოთის ,,კოლხეთი”-დან შემოუერთდა.“ – წერია „ს/კ გონიოს“ განცხადებაში.
ჯიჯავაძე „გონიოში“ „კოლხეთი 1913“-იდან გადავიდა, ფოთელებთან ერთად, ჯიჯავაძე 2023 წლიდან ასპარეზობდა, ეროვნულ ლიგაში, სადაც მთლიანობაში 58 მატჩი (ყველა ტურნირში 67 მატჩი) ჩაატარა და 4 გოლი ( ყველა ტურნირში 5 გოლი) გაიტანა.
ერეკლე „დინამო ბათუმის“ აღზრდილია და საფეხბურთო კარიერა „ბათუმელებთან“ ერთან დაიწყო. ასევე ერთი სეზონის განმავლობაში, ის „რუსთავის“ მაისურით ასპარეზობდა.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



