„საფეხბურთო კლუბი გონიო“ გუნდი გაძლიერებას განაგრძობს და საკუთარ რიგებში, ჯაბა კასრელიშვილი დაიმატა, ამის შესახებ ინფორმაცია კლუბმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„წარმოგიდგენთ საფეხბურთო კლუბ ,,გონიო”-ს მორიგ ახალწვეულს, ჯაბა კასრელიშვილს, ჯაბა ამპლუით ცენტრალური მცველი გახლავთ, ის ჩვენს კლუბს ლიგა 1-ს ბინადარ საგარეჯოს ,,გარეჯი”-დან შემოუერთდა,სადაც ბოლო 3 წლის განმავლობაში ასპარეზობდა, მას კარიერის განმავლობაში ასევე უასპარეზია, ს/კ ,,ცხინვალში”, ს/კ ,,გაგრა”-სა და თბილისის ,,მერანში”, წარმატებები საფეხბურთო კლუბ ,,გონიო”-სა და ჯაბას ეროვნული ლიგა 2-ს გათამაშებაში.“- წერია კლუბის განცხადებაში.
როგორც იცით, „ს/კ გონიო“ ეროვნულ ლიგა ორში წარმატებული ასპარეზობისთვის, გუნდის გაძლიერებას განაგრძობს. მათ რიგებს დაემატა, მეკარე იაროსლავ კოტლიაროვი და ნახევარმცველი ერეკლე ჯიჯავაძე.
ავტორი: დიმიტრი გორგილაძე



