კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიასა” და ფრანგულ გრანდ პარი სერ-ჟენმენს შორის რეგიონული პარტნიორობა ახალ ეტაპზე გადავიდა და 2026 წლის მასშტაბური სარეკლამო კამპანია დაიწყო, რომლის მთავარი გზავნილია: „დაიხარჯე – შეივსე“.
სარეკლამო კამპანიაში წყალი „მთის“ როგორც ბრენდი წარმოადგენს ბუნებრივი სისუფთავის, ხარისხის, განახლებისა და ენერგიის სიმბოლოს. წყალი “მთის” ბრომატის გარეშე შექმნილია აქტიური ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად მოძრაობაში არიან და იციან, რომ ენერგიის სრულად დახარჯვის შემდეგ აუცილებელია მისი შევსება. სწორედ ამ ფილოსოფიას იზიარებს ეს კამპანიაც.

ვიზუალური გადაწყვეტა მთლიანად აგებულია მოძრაობასა და სიზუსტეზე. წყალი “მთის” ბოთლის თითოეული გადაცემა, მოძრაობა და პროდუქტის დაგემოვნება ერთიან და უწყვეტ დინებას ქმნის. მონტაჟი ინარჩუნებს რიტმს ისე, რომ არცერთი წამი არ არის სტატიკური – ენერგია მუდმივად მოძრაობაშია.
მრავალგზის საფრანგეთის ჩემპიონი, ეროვნული თასისა და სუპერთასის მფლობელი, თასების მფლობელთა თასის გამარჯვებული და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორი კლუბის ფეხბურთელები, კამპანიის მთავარი მოქმედი გმირები არიან.

კამპანიაში მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები – 2025 წლის საუკეთესო ფეხბურთელი უსმან დემბელე, მსოფლიო საუკეთესო ფეხბურთელების მესამე ადგილოსანი ვიტინია, ხვიჩა კვარაცხელია, დეზირე დუე და გონსალო რამოსი მონაწილეობენ.
სარეკლამო კამპანია კომპანია „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ ფლაგმან „მთის“ ბრენდს ეძღვნება. „მთის“ ბრომატის გარეშე ნატურალური მინერალური წყალია და სისუფთავესთან, ხარისხთან, ბუნებრივ ენერგიასა და განახლების შეგრძნებასთან ასოცირდება.

კამპანიის კონცეფციაც – წყალი “მთის”, როგორც ენერგიის უწყვეტ ნაკადს ეფუძნება. სარეკლამო რგოლი გვაჩვენებს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ იმ უხილავ ძალას, რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. ამ ისტორიაში მთავარი გმირი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან ერთად წყალი „მთის“ ბრენდია.

„დაიხარჯე – შეივსე“ – წყალი „მთის“
ახალ სარეკლამო კამპანიაში „მთის“ ბრომატის გარეშე ბრენდის პორტფელში არსებული პროდუქციის სრული ხაზია წარმოდგენილი.
- წყალი “მთის” პეტ ბოთლი Paris Saint-Germain-ის ლოგოთი, როგორც რეგიონული პარტნიორის ნიშნით
- წყალი “მთის” შუშის ბოთლი – მომხმარებლისთვის უკვე კარგად ნაცნობი შეფუთვით
- სიახლე: გაზირებული ნატურალური მინერალური წყალი „მთის“
სამივე პროდუქტი სარეკლამო რგოლში ბრენდის სრულ, დინამიკურ და თანამედროვე იმიჯს ქმნის.

2026 წლის კამპანიაში განსაკუთრებული ყურადღება ბრენდის ახალ ხაზს – გაზირებულ ნატურალურ მინერალურ წყალს ეთმობა, რომელიც „მთის“ პორტფელს პრემიალურობასა და სიმდიდრეს სძენს. ახალ პროდუქტს ბუნებრივი და დახვეწილი გემო გამოარჩევს.
წყალი “მთის” – დაიხარჯე – შეივსე!



