Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • მულტიმედია
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • საქართველო

დიდმა ბრიტანეთმა სახელისუფლებო „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები დაუწესა

აჭარა თაიმსი თებერვალი 24, 2026
imedi_postivi_AJARATIMES.GE

დიდმა ბრიტანეთმა პროპაგანდისტულ ტელევიზიებს – ტელეკომპანია „იმედისა“ და „POSTV“-ს სანქციები დაუწესა. ბრიტანეთის განცხადებით, ორივე ტელევიზია ჩართული იყო რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის კონტექსტში.

ოფიციალურ განმარტებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული მედიასაშუალებები საკუთარ აუდიტორიას, რომელიც ძირითადად საქართველოშია, განზრახ აწვდიდნენ მცდარ ინფორმაციას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის შესახებ. ბრიტანეთის შეფასებით, ეს ქმედებები ხელს უწყობს უკრაინის დესტაბილიზაციას და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შერყევას ემსახურება.

კერძოდ, განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტელევიზიები რეგულარულად ავრცელებდნენ ნარატივებს იმის შესახებ, თითქოს უკრაინის ხელისუფლება და პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არალეგიტიმურები არიან, უკრაინა დასავლეთის „მარიონეტია“, ქვეყანა კორუმპირებულია და დასავლეთი საქართველოს დესტაბილიზაციას ცდილობს.

სანქციების ფარგლებში ორივე ტელევიზიას შეეხება:

  • აქტივების გაყინვა;
  • სატრასტო (ნდობით აღჭურვილი) მომსახურების აკრძალვა;
  • დიდი ბრიტანეთის იურისდიქციაში კომპანიის დირექტორის პოზიციის დაკავების აკრძალვა.

ბრიტანეთის განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვები მიზნად ისახავს დეზინფორმაციის გავრცელებაზე რეაგირებას და სანქციების შესაძლო გვერდის ავლის გზების მაქსიმალურ შეზღუდვას.

Post navigation

Previous: ბათუმში 3 პირის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
Next: ბათუმში ქეთევან წამებულის ქუჩის მცხოვრებლები ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითხოვენ

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ლევან ურიდია ოქტომბერი 16, 2026
shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 19 ოქტომბერს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026
fuli_AJARATIMES.GE
  • საქართველო

2025 წელს საქართველოში საფინანსო სექტორის შემოსავალმა 13.8 მილიარდი ლარი შეადგინა

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 16, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026
თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან txili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

თხილის ხეები ხმება, ფერმერები კი პრობლემის პირისპირ მარტო არიან

ოქტომბერი 16, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 18, 2026
შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა shuaxevis meria_AJARATIMES.GE 2
  • შუახევი

შუახევის მერიას ორმა კომპანიამ უჩივლა – ერთი საჩივარი სრულად, მეორე კი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა

ოქტომბერი 17, 2026
„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა fexburti.sporti.dinamo_AJARATIMES.GE 3
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ „გაგრა“ დაამარცხა

ოქტომბერი 17, 2026
ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა policia_AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ნარკოდანაშაულში მხილებული პირი დაკავების პროცესში მეოთხე სართულიდან გადახტა

ოქტომბერი 17, 2026
ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს batumis aeroporti,tvitmfrinavi_AJARATIMES.GE 5
  • ბათუმი

ბათუმის აეროპორტში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ოქტომბერი 17, 2026

სიახლეების კალენდარი

ოქტომბერი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« სექ    

კატეგორიები

არქივი

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.