Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • სპორტი

„დინამო ბათუმს“ ახალი მენეჯმენტი უხელმძღვანელებს

აჭარა თაიმსი თებერვალი 16, 2026
_AJARATIMES.GE

„დინამო ბათუმში“ განახლების პროცესი გრძელდება. კლუბის ოპერირებაზე ახალი მენეჯმენტი იქნება პასუხისმგებელი. ინფორმაციას „დინამო ბათუმი“ ავრცელებს.

„თურქულ შეკრებაზე ბათუმის „დინამოს“ ახალი მფლობელისა და აქციონერების გაცნობის შემდეგ, კლუბში განახლების პროცესი გრძელდება. „დინამოში“ მართვის ახალი მოდელი ყალიბდება, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, მართვის სადავეებისა და პასუხისმგებლობის გამიჯვნასთან ერთად, კლუბის გრძელვადიანი, მდგრადი განვითარებისა და ახალი სტრატეგიის შემუშავება იქნება“, – წერია განცხადებაში.

„თოლიების“ გენერალური მენეჯერის თანამდებობას გამოცდილი ქართველი სპეციალისტი ნიკოლოზ ჯღარკავა დაიკავებს. იგი პასუხისმგებელი იქნება კლუბის მართვაზე, ლიცენზირების სტანდარტების დაცვაზე, სპორტული და ბიზნეს მიმართულებების კოორდინაციაზე.

ჯღარკავა „ბათუმში“ გადმოსვლამდე იკავებდა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას. ასევე მუშაობდა „დინამო თბილისისა“ და „დინამო არენის“ გენერალურ დირექტორად. ახალ მფლობელთან ერთად კლუბში განახლებული მართვის მოდელი ჩამოყალიბდა. ის დაყოფილია სამ მთავარ მიმართულებად:

საფეხბურთო ოპერაციები – ამ მიმართულებაზე პასუხისმგებლობა ნიკა ჭანტურიას ეკისრება, რომელიც საფეხბურთო ოპერაციების მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს. მის მოვალეობაში შედის პირველი გუნდისა და აკადემიის ყოველდღიური საოპერაციო მართვა, გუნდის ლოჯისტიკის უზრუნველყოფა, ასევე საწვრთნელო პროცესისა და მატჩის დღეების ორგანიზება. ნიკა ჭანტურია „დინამო ბათუმში“ დასაქმებამდე „თბილისის ლოკომოტივის“ სპორტული დირექტორი იყო, ხოლო საფეხბურთო კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქართულ გუნდში თამაშობდა.

საფეხბურთო სტრატეგია – ამ მიმართულების ხელმძღვანელი ზურაბ თიგიშვილია. მის მოვალეობაში შედის „დინამო ბათუმის“ სატრანსფერო პოლიტიკის მართვა, სკაუტინგისა და რეკრუტინგის პროცესების კურირება. ზურაბ თიგიშვილი უცხოური გამოცდილების მქონე სპეციალისტია. „თოლიებთან“ თანამშრომლობამდე იგი მუშაობდა საერთაშორისო საფეხბურთო სააგენტო GG11 Sports Agency-ში საფეხბურთო აგენტის პოზიციაზე.

ფეხბურთის განვითარება – ფეხბურთის განვითარების მენეჯერი ზურაბ ორაგველიძე იქნება. იგი პასუხისმგებელი იქნება „დინამო ბათუმის“ აკადემიაში სასწავლო მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებაზე, მწვრთნელთა განათლებასა და ფეხბურთელთა განვითარების უზრუნველყოფაზე. „დინამო ბათუმი“ ახალ მენეჯმენტთან ერთად მოსამზადებელ სამუშაოებს განაგრძობს. კლუბი პირველ ოფიციალურ შეხვედრას 1 მარტს გამართავს – ეროვნული ლიგის პირველ ტურში „ბათუმი“ სტუმრად „დინამო თბილისს“ დაუპირისპირდება.

ავტორი: დიმიტრი გორგილაძე 

Post navigation

Previous: ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს
Next: ქობულეთში, სკოლაში მოსწავლემ თვითდაზიანება მიიყენა და თვითმკვლელობა სცადა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

აჭარა თაიმსი ივლისი 26, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

Euro Beach Soccer League 2026: B დივიზიონის ჩემპიონი აზერბაიჯანი გახდა

აჭარა თაიმსი ივლისი 20, 2026
_AJARATIMES.GE
  • სპორტი

ევროპის ჩემპიონატი ქვიშის ფეხბურთში დაიწყო

აჭარა თაიმსი ივლისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026
მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

მახინჯაურის სანაპიროსთან ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული საბრძოლო მასალა შენიშნეს

ივლისი 24, 2026
„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა _AJARATIMES.GE 1
  • სპორტი

„დინამო ბათუმმა“ საქართველოს თასზე „ორბი“ დაამარცხა

ივლისი 26, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს policia_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს

ივლისი 26, 2026
შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში shuaxevi_AJARATIMES.GE 3
  • შუახევი

შუახევში მიმდინარეობს ღია ტურნირი ქართულ ჭიდაობაში

ივლისი 25, 2026
ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

ბათუმში მომხდარ მძიმე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა – დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს

ივლისი 25, 2026
„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო _AJARATIMES.GE 5
  • ხელვაჩაური

„მთის კანონით“ გათვალისწინებული შეღავათების მოთხოვნით ექვს სოფელში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო

ივლისი 25, 2026

სიახლეების კალენდარი

ივლისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« ივნ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.