Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

ენერგეტიკული უსაფრთხოება და ჰიდროენერგია – გიორგი აბრამიშვილის ხედვა

აჭარა თაიმსი თებერვალი 16, 2026
_AJARATIMES.GE

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, რაც ენერგოგენერაციის წყაროების გაფართოებას და ენერგოსისტემის გრძელვადიან დაგეგმვას კიდევ უფრო აქტუალურს ხდის. ამ კონტექსტში ხშირად დგება დისკუსიის საგნად კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურების როლი, მათი საჭიროება, ეკოლოგიური გავლენა და სახელმწიფოს მონაწილეობა მსგავს პროექტებში.

ამ თემებზე ვესაუბრეთ GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარეს და Energy Solution-ის მმართველ პარტნიორს, გიორგი აბრამიშვილს, რომელიც დეტალურად განმარტავს, რატომ არის მნიშვნელოვანი მსხვილი ჰესები ენერგეტიკული ბალანსისთვის და როგორ უნდა დავინახოთ მათი ადგილი მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურებთან ერთად.

საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება, რასაც ბუნებრივია გენერაციის წყაროს ზრდაცსჭირდება. როგორ ფიქრობთ, კაშხლოვანი ჰესების აშენება ამ კუთხით რამდენად აუცილებელია ენერგეტიკული ბალანსის მისაღწევად?

კაშხლოვანი ჰიდროელექტროსადგურები ნამდვილად აუცილებელია და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ენერგოსისტემაში. პირველ რიგში, ისინი ენერგიის დაგროვების ყველაზე იაფ და ეფექტურ წყაროს წარმოადგენს და სისტემის დამბალანსებელ ფუნქციას ასრულებს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანაში მზისა და ქარის ელექტროსადგურები ვითარდება, რომლებიც არასტაბილურ ენერგიას აწარმოებს, კაშხლოვანი ჰესები ამ ცვალებადობის დაბალანსების საშუალებას იძლევა.

რაც შეეხება გარემოზე ზეგავლენას, მნიშვნელოვანია საკითხის კომპლექსურად შეფასება. ხშირად ჩნდება კითხვა – ჯობს ერთ ხეობაში აშენდეს ერთი დიდი, რეზერვუარიანი სადგური თუ ათეულობით პატარა სადგური სხვადასხვა ხეობაში? არაერთი კვლევა მიუთითებს, რომ მრავალ მცირე სადგურს ჯამურად შესაძლოა უფრო დიდი კუმულაციური ზემოქმედება ჰქონდეს გარემოზე, ვიდრე ერთ სწორად დაგეგმილ და მაღალი სტანდარტებით აშენებულ მსხვილ ჰესს.

ამასთან, ეს არ ნიშნავს, რომ მცირე ჰესები ნაკლებად მნიშვნელოვანია, ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონული განვითარებისა და დეცენტრალიზებული გენერაციისთვის. თუმცა ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის მისაღწევად კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი სტრატეგიული პროექტების განხორციელება, როგორიცაა ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა.

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ხუდონჰესის მშენებლობის განხორციელებაშიმთავრობის თანამონაწილეობას. როგორ აფასებთ მთავრობის მონაწილეობის მოდელს კაშხლოვანი ჰესების მშენებლობისნაწილში?

ხუდონჰესის მსგავსი სტრატეგიული პროექტების შემთხვევაში სახელმწიფოს თანამონაწილეობა სრულიად ლოგიკური და აუცილებელია, განსაკუთრებით წინა სამშენებლო ეტაპზე. ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია ინვესტორს გვერდით დაუდგეს და დაეხმაროს ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში, მოსახლეობასთან კომუნიკაციაში, ასევე უზრუნველყოს მკაცრი კონტროლი, რათა პროექტი მაღალი ხარისხით და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდეს.

ამავე დროს, მიმაჩნია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სახელმწიფომ ეტაპობრივად უნდა დატოვოს პროექტი და საკუთარი წილი გაყიდოს. ზოგადად, არასწორად მიმაჩნია, როდესაც სახელმწიფო დიდხანს ფლობს ისეთ პროექტებს, სადაც კერძო სექტორს აქვს ინვესტირების მზაობა და იქ სახელმწიფო ბიუჯეტის თანხები დაიხარჯოს. პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ მსხვილი ჰიდრო პროექტები სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე ხშირად ვერ სრულდება, ამიტომ სწორი მოდელია – თანამონაწილეობა მშენებლობის პერიოდში და ოპერირების დაწყების შემდეგ, პროექტიდან გასვლა.

რა არის ის მთავარი ფაქტორები, რომლებიც მსხვილი ჰესების მშენებლობას აფერხებს? მიმდინარე წელს მინიმუმ რა ნაბიჯებიშეიძლება გადაიდგას აღნიშნულის აღმოსაფხვრელად?

მსხვილი ჰესების მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია მრავალწლიანი მიზანმიმართული ნეგატიური პროპაგანდა, რომელიც რუსეთიდან იმართება და რაც მოსახლეობაში ჰიდროენერგეტიკის დემონიზაციას იწვევს. ეს პროცესი ათწლეულების განმავლობაში მიმდინარეობს და ბუნებრივია, ძლიერ ზემოქმედებს საზოგადოებრივ განწყობებზე.

ამ პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სახელმწიფოსა და დეველოპერების სწორ, გამჭვირვალე და დროულ კომუნიკაციას. აუცილებელია, როგორც ქვეყნის მასშტაბით, ისე უშუალოდ ზეგავლენის არეალში მცხოვრებ მოსახლეობასთან დეტალურად აიხსნას, რას ნიშნავს სწორად დაგეგმილი მშენებლობა, როგორ ხდება რისკების მინიმიზაცია და რა სარგებელი მოაქვს ასეთ პროექტებს როგორც ადგილობრივ მოსახლეობისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. ადგილობრივი საჭიროებების გათვალისწინება და საზოგადოების ჩართულობა ამ პროცესში წარმატების მთავარი გასაღებია.

საზოგადოების ნაწილი კვლავ ფიქრობს, რომ კაშხლოვანი ჰესების აშენება ეკოლოგიურად უსაფრთხო არ არის. თქვენიშეფასებით, ასეთი ტიპის ჰესები უფრო დადებით თუ უარყოფით გავლენას ახდენს გარემოზე?

ეკოლოგიური ზეგავლენა კაშხლოვანი ჰესების შემთხვევაში ყოველთვის ალტერნატივებთან შედარებით უნდა შეფასდეს. ზემოქმედება, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა ელექტროენერგიის წარმოების სხვა წყაროებთან შედარებით ჰიდრო ენერგია გაცილებით ნაკლებ ზიანს აყენებს გარემოს, ვიდრე თბო ან ბირთვული ენერგეტიკა, რომლებიც ამოწურვად წიაღისეულ რესურსებზეა დაფუძნებული. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბოსადგურები კლიმატის ცვლილებაზე ყველაზე დიდ უარყოფით ზეგავლენას ახდენს.

სწორად დაგეგმილი და მაღალი გარემოსდაცვითი სტანდარტებით აშენებული კაშხლოვანი ჰესები ჯამურად უფრო მეტ დადებით შედეგს იძლევა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი ენერგოსისტემის სტაბილურობასა და ენერგოდამოუკიდებლობას უზრუნველყოფს. ტექნიკური თვალსაზრისით, რეზერვუარიან ჰიდროელექტროსადგურებს ენერგოსისტემის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ალტერნატივა არ გააჩნიათ და მათი აშენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მიუხედავად იმისა, რომ მე და ჩემი კომპანია მცირე და საშუალო ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაზე ვმუშაობთ, აუცილებელია სწორად გავიაზროთ მსხვილი ჰესების სტრატეგიული მნიშვნელობა ქვეყნისთვის, რადგან ენერგოდამოუკიდებლობა პირდაპირ კავშირშია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ დამოუკიდებლობასთან, ხოლო საკუთარი განახლებადი რესურსების გამოუყენებლობა დანაშაულია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მომავალი თაობების წინაშე.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე

Post navigation

Previous: რუსული და „ქურდული“ სიმღერების ჩართვის გამო ბათუმის ავტობუსებიდან მაგნიტოფონები ამოიღეს
Next: დავით ვერულიძე თანამდებობას ტოვებს

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

IMG_0995
  • რეკლამა

კოკა-კოლასა და ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის (FIFA World Cup 2026™) მასშტაბური კამპანია

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
IMG_0959
  • რეკლამა

ექსპრეს ლომბარდის სტანდარტი: ნივთის შეფასება სერტიფიცირებული ექსპერტების მიერ

აჭარა თაიმსი ივნისი 17, 2026
Picture1
  • რეკლამა

მეტასტაზების მკურნალობა Gamma Knife ტექნოლოგიით „ავერსის კლინიკა“-ში

აჭარა თაიმსი ივნისი 15, 2026

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 23 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 22, 2026
უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს mikheil saakashvili_AJARATIMES.GE 1
  • საქართველო

უცხოელი მსჯავრდებულების გაძევების ახალი წესი შესაძლოა მიხეილ სააკაშვილსაც შეეხოს

ივნისი 23, 2026
მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება mezgvaurebi_AJARATIMES.GE 2
  • საქართველო

მეზღვაურებისთვის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს რამდენიმე მომსახურება დროებით უფასო იქნება

ივნისი 23, 2026
მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს martvis mowmoba_AJARATIMES.GE 3
  • საქართველო

მძღოლობის კანდიდატებისთვის მომსახურების სააგენტო შეღავათს აწესებს

ივნისი 23, 2026
სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია zurab karchava_AJARATIMES.GE 4
  • უცხოეთი

სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,  ბათუმში კარვის გაშლის გამო აქტივისტის დაკავებამ ადამიანის უფლებები დაარღვია

ივნისი 23, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 ივნისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ივნისი 23, 2026

სიახლეების კალენდარი

ივნისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« მაი    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.