Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • არჩევნები

„ვითხოვ ახალ არჩევნებს“ – „ძლიერი საქართველო“ კამპანიას იწყებს

აჭარა თაიმსი ნოემბერი 7, 2024
ana nacvlishvili_AJARATIMES.GE

„ვითხოვ ახალ არჩევნებს“ – „ძლიერი საქართველო“ კამპანიას იწყებს, ამის შესახებ ბრიფინგზე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, კოალიცია საქართველოს მოქალაქეებს სთავაზობს ორ სამართლებრივ ინსტრუმენტს, რითაც მათ „არჩევნების მიტაცების მიმართ მიუღებლობის დაფიქსირება“ შეეძლებათ.

„ვაგრძელებთ ბრძოლას 26 ოქტომბერს მიტაცებული არჩევნების დასაბრუნებლად და ვითხოვთ ახალ არჩევნებს. ამისთვის, გამოვიყენებთ ყველა კანონიერ საშუალებას. დღეს მინდა გაგაცნოთ „ძლიერი საქართველოს“ ახალი ინიციატივა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ თქვენგანს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომ აქტიური როლი შეასრულოთ მიტაცებული არჩევნების მიმართ მკაფიო მიუღებლობის დაფიქსირებაში და აქტიური როლი შეასრულოთ არჩევნების, როგორც ამ ქვეყანაში დემოკრატიული ინსტრუმენტის დაბრუნებაში.

კერძოდ, ეს არის ინიციატივა რომელიც თითოეულ მოქალაქეს მისცემს შესაძლებლობას, ოფიციალური განაცხადით მიმართოს ცესკო-ს და მოითხოვოს იმ ნაბიჯების გადადგმა ცესკო-დან, რომელიც მას ევალება და რომელსაც ის აქამდე, ჯიუტად არ დგამდა ჩვენი მიმართვის საფუძველზე. ეს არის ინიციატივა, რომელიც „ძლიერმა საქართველომ“ შევიმუშავეთ თანამოქალაქეების, მათ შორის ემიგრანტების აქტიური მომართვის საფუძველზე. ეს არის იდეები, რომელიც წამოვიდა მოქალაქეებისგან. ჩვენ დავამუშავეთ ეს საკითხები სამართლებრივად და შევქმენით კონკრეტული ინსტრუმენტები, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უბრუნებს როლს ამ პროცესში და აძლევს ძალას, რომ ჩაერთოს არჩევნების დაბრუნების პროცესში.

მინდა, წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც „ფეისბუქ“ პლატფორმაზე შეიქმნა. თითოეულ მსურველს შეეძლება ამ ჯგუფში გაწევრიანება, სადაც ყოველდღიურად მოგაწვდით ინფორმაციას. მათ შორის, ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში – ეს არის განცხადებების ფორმა, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ.

ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკო-ს და დაადასტუროთ, რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ. თუმცა, ვინაიდან, არაერთი მტკიცებულების და გავრცელებული ფაქტების საფუძველზე არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკო-ს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის სწორედ თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული. ცესკო ვალდებულია ამაზე გიპასუხოთ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.

მეორე ინსტრუმენტი არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ცესკო-ს და გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი – ხმის ფარულობა, თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის.შესაბამისად, მოითხოვოთ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები.

ამ ინსტრუმენტებს ჩვენ განვათავსებთ შესაბამის პლატფორმაზე – „დაიცავი შენი ხმა, ვითხოვ ახალ არჩევნებს“. ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ შემოუერთდეთ ამ ჯგუფს და ნებისმიერი კითხვა, იდეა, საკითხი, რომელიც ამ კამპანიას დაუკავშირდება, დასვათ ამ ჯგუფის მეშვეობით, მუდმივად ხაზზე ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან. ყველანაირ სამართლებრივ საკითხს ჩვენ მოვაგვარებთ. მთავარია, რომ თქვენ აქტიურად ჩაერთოთ ამ პროცესში. ამ ორი ინსტრუმენტის მეშვეობით დააფიქსიროთ მიუღებლობა არჩევნების მიტაცების მიმართ და ერთად გავაგრძელოთ ახალი არჩევნების მოთხოვნა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

Post navigation

Previous: გოდერძის უხელტეხილზე სატრანსპორტო მიმოსვლა დასაშვებია – გზების დეპარტამენტი
Next: ბათუმში დააკავეს კაცი, რომელსაც საზღვარზე ნარკოტიკული საშუალება გადმოჰქონდა

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

opoziciis aliansi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

„ოპოზიციის ალიანსი“ არჩევნების ჩატარებისთვის ექვს ძირითად მოთხოვნას ასახელებს

აჭარა თაიმსი მაისი 15, 2026
emigrantebi da archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ხმის მიცემას საზღვარგარეთ ვეღარ შეძლებენ

აჭარა თაიმსი ნოემბერი 17, 2025
archevnebi_AJARATIMES.GE
  • არჩევნები

საქართველოში არჩევნები რეპრესიებისა და მედიის შეზღუდვის ფონზე ტარდება

აჭარა თაიმსი ოქტომბერი 4, 2025

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026
ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

ბსუ-ის ლექტორის მხრიდან შესაძლო ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მაისი 29, 2026
ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს dakaveba_ajaratimes.ge 1
  • ბათუმი

ბათუმში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავეს

მაისი 30, 2026
„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა _AJARATIMES.GE 2
  • სპორტი

„დინამო ბათუმი“ „იბერია 1999“-თან დამარცხდა

მაისი 30, 2026
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი IMG_9664 3
  • რეკლამა

ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი

მაისი 30, 2026
რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება _AJARATIMES.GE 4
  • ბათუმი

რამაზ ბოლქვაძე კვლავ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრად ინიშნება

მაისი 29, 2026
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს shuqi_AJARATIMES.GE 5
  • საქართველო

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

მაისი 29, 2026

სიახლეების კალენდარი

მაისი 2026
ო ს ო ხ პ შ კ
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« აპრ    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.