Skip to content
აჭარა თაიმსი

აჭარა თაიმსი

AJARATIMES.GE

sinatle
Primary Menu
  • მთავარი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • რეკლამა
  • დონაცია
  • რეკლამა

„თეგეტა აკადემია“ USAID-ის მხარდაჭერით დასავლეთ საქართველოში მასშტაბურ პროექტს იწყებს

admin Posted on 2 წელი ago
tegeta_ajaratimes.ge

„თეგეტა აკადემიამ“, შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობითა და USAID-ის მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტი წარადგინა. „თეგეტა მოტორსის“ ბათუმის ფილიალში გამართულ ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების  საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, რობინ დანიგანმა, USAID-ის წარმომადგენლებმა, აჭარის მთავრობის წევრებმა.

პროექტის ფარგლებში, შპს „ტრანსფორდთან“ და USAID-ის პროგრამასთან „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ პარტნიორობით, „თეგეტა აკადემია“ ფოთში ახალ ფილიალს გახსნის, ხოლო ბათუმში უკვე არსებულს გააფართოებს. აღნიშნული პარტნიორობა ითვალისწინებს კავშირების გაძლიერებას პროფესიული უნარების სწავლებასა და მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობებს შორის, რაც  შეამცირებს უმუშევრობის დონეს და ხელს შეუწყობს  ეკონომიკის მდგრად განვითარებას.

პროექტის ჯამური ღირებულება 1,5 მილიონი დოლარია, სადაც 750 000 აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ინვესტიციაა.

ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „თეგეტა აკადემიასა“ და USAID-ს შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ბათუმსა და ფოთში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება აკადემიას საშუალებას მისცემს, რეგიონში არსებულ ბიზნესებზე მორგებული, მოთხოვნადი პროგრამები შეიმუშაოს და ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზოს, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დასავლეთ საქართველოში დასაქმებულთა კვალიფიკაციის გაზრდას.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 19 ახალი სასწავლო პროგრამის შექმნა. სპეცტექნიკის მიმართულებით აღსანიშნავია, რომ პროგრამა შემუშავდება JCB-სთან ერთად და პროგრამის  წარმატებულ კურსდამთავრებულებს „თეგეტა აკადემიაში“ JCB-ს მიერ აკრედიტებული მექანიკოსის სტატუსი მიენიჭებათ.

„თეგეტა აკადემიის“ ახალ ფილიალში კი, რომელიც ფოთში გაიხსნება, ფოკუსირებული ვიქნებით საპორტო და სამშენებლო ტექნიკის ოპერატორების მომზადების პროგრამებზე, რომლებიც  შპს „ტრანსფორდთან“ (პეის ჯგუფი) პარტნიორობით შეიქმნება. ასევე, შევიძენთ საპორტო ტექნიკის სიმულატორს. კურსდამთავრებულები სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს მიიღებენ“.

ახალი პარტნიორობა ხელს შეუწყობს დეფიციტური და მოთხოვნადი პროფესიების მიმართულებით მომზადება-გადამზადების პროგრამების შემუშავებასა და უმაღლესი დონის თეორიულ-პრაქტიკული სწავლების დანერგვას საავტომობილო, სამშენებლო და საპორტო ინდუსტრიების მიმართულებით. კერძოდ, შემუშავდება და განხორციელდება მომზადება-გადამზადების პროგრამები შემდეგი მიმართულებებით: მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების მექანიკოსების მომზადება-გადამზადება; სპეცტექნიკის მექანიკოსების მომზადება-გადამზადება; საპორტო ტექნიკის ოპერატორების მომზადება-გადამზადება.

რობინ დანიგანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი: „ჩვენ ვიწყებთ ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ახალი ფილიალის გახსნა ფოთში, ხოლო ბათუმში უკვე არსებულის გაფართოება. სასწავლო ცენტრი მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს საავტომობილო და სამშენებლო სექტორისთვის. ამერიკის შეერთებული შტატები პროექტისთვის 750 000 დოლარს გამოყოფს. პროექტი  მაღალანაზღაურებადი დასაქმების შესაძლებლობას შექმნის. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას“.

პროექტის ფარგლებში, ბათუმსა და ფოთში, სულ, 4 ახალი პრაქტიკული სასწავლო სივრცე შეიქმნება; 19 სასწავლო პროგრამა შემუშავდება და, ჯამში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში 300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდება. 2023 წელს, USAID-ის დახმარებით, „თეგეტა აკადემიამ“,  თავის პარტნიორებთან – ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციასა და Tegeta Construction Equipment-თან ერთად, შეიმუშავა და წარმატებით განახორციელა მომზადება-გადამზადების პროგრამები მძიმე ტექნიკის ოპერატორებისათვის.

 


„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა აკადემია“ არის ავტორიზებული კოლეჯი და მულტიფუნქციური ტრენინგცენტრი, რომელიც 2013 წლიდან ახორციელებს საგანმანათლებლო და საკონსულტაციო საქმიანობას ტექნიკური და ბიზნესის მიმართულებებით. „თეგეტა აკადემია“ კომპანიებს ეხმარება, გააუმჯობესონ სერვისები, ხელი შეუწყონ თანამშრომლების პროფესიულ განვითარებას, წვლილი შეიტანონ სამუშაო ძალის განვითარებაში და გაუზიარონ ახალი ცოდნა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა.

შპს „ტრანსფორდი“ პეის ჯგუფში შემავალი ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელიც დაარსდა 2010 წელს შპს Pace International-ის (ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია) და შპს Pace Georgia-ს მიერ ტვირთის გადაზიდვის ოპერაციებისათვის ფოთის საზღვაო ნავსადგურში (ფოთის პორტი). შპს „ტრანსფორდი“’ ასევე ოპერირებს ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურში, რომელიც „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის (DFC) ერთობლივი ძალისხმევით გაიხსნა. პეის ჯგუფში 1000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და საშუალო წლიური ტვირთბრუნვა 3.5 მილიონ ტონას აჭარბებს.  დამატებითი ინფორმაციისთვის: www.pace.ge

USAID-ის საქმიანობის შესახებ საქართველოში: 1992 წლიდან აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და ამერიკელი ხალხი მხარს უჭერს საქართველოს თავისუფალი და განვითარებული დემოკრატიის მშენებლობაში.  USAID-ის 35-ზე მეტი მიმდინარე პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, ენერგოუსაფრთხოების გაძლიერება, ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესება, მზარდი სოციალური ინტეგრაცია. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: https://www.usaid.gov/georgia

USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლობის სტიმულირებას, კერძო სექტორთან თანამშრომლობით სატრენინგო პროგრამების შემუშავებას ეკონომიკის ზრდადი სექტორებისთვის, ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობასა და დასაქმების შესაძლებლობების გაუმჯობესებას სამუშაოს მაძიებლებისთვის. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, პროგრამამ უკვე გააფორმა 60-ზე მეტი პარტნიორობა დამსაქმებლებთან, რომლებიც მოღვაწეობენ ტრანსპორტის, სამშენებლო, ლოჯისტიკის, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, ჯანდაცვის, სტუმარმასპინძლობის, მომსახურების და სხვა სწრაფად მზარდ სექტორებში. პროგრამით გათვალისწინებული საქმიანობების შედეგად,  შემუშავდება 200-ზე მეტი საგანმანათლებლო და გადამზადების  პროგრამა, ხოლო  8,000 პირი დაასრულებს მომზადება-გადამზადების პროგრამებს.  დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: ბმულზე

 

 

About the Author

admin

Administrator

Visit Website View All Posts

Post navigation

Previous: პრემიერად ირაკლი კობახიძე წარადგინეს
Next: ბათუმის მერია “აჭარა თაიმსს” საჯარო ინფორმაციას კანონით დადგენილ ვადებში, ზოგ შემთხვევაში კი საერთოდ არ აწვდის

არ გამოგრჩეთ სხვა მნიშვნელოვანი ამბები

_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

მწვანე ობლიგაციების ფინანსური ინსტრუმენტი განახლებადი ენერგიის წყაროებს გრძელვადიან კაპიტალთან აკავშირებს – ლევან კოკაია

admin Posted on 2 კვირის ago 0
_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

საქართველოს შესაძლებლობა აქვს 3-ჯერ მეტი ელექტროენერგია აწარმოოს – თენგო კირთაძე

admin Posted on 3 კვირის ago 0
nodar sirbiladze_AJARATIMES.GE
  • რეკლამა

„მომდევნო წლებში ელექტროენერგიის მოხმარება კიდევ უფრო სწრაფად გაიზრდება – ჩვენთვის ჰესების მშენებლობა გარდაუვალი აუცილებლობაა“ – ნოდარ სირბილაძე

admin Posted on 3 კვირის ago 0

ჩვენ სოციალურ ქსელებში

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 17 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 20 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0
აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა umaglesi sabcho_AJARATIMES.GE
  • ბათუმი

აჭარის უმაღლესი საბჭოს აპარატის ყოფილი თანამშრომელი ქრთამის აღების საქმეზე პასუხისგებაში მიეცა

Posted on 3 დღის ago 0
უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა _AJARATIMES.GE 1
  • ბათუმი

უნებართვო რეაბილიტაცია XX საუკუნის დასაწყისის ისტორიულ შენობაზე – პროცესი „აჭარა თაიმსის“ მიერ აღმოჩენილი უკანონობის შემდეგ შეჩერდა

Posted on 17 საათის ago 0
აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს dakaveba_AJARATIMES.GE 2
  • ბათუმი

აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქმეზე გერმანიის მოქალაქე დააკავეს

Posted on 20 საათის ago 0
სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს _AJARATIMES.GE 3
  • უცხოეთი

სუს-ი BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დეზინფორმაციად აფასებს და გამოძიებას უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების შესაძლო ფაქტზე აგრძელებს

Posted on 2 დღის ago 0
სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს sarfi_AJARATIMES.GE 4
  • ხელვაჩაური

სარფში განსაკუთრებით დიდი ოდენობით კოკაინის შემოტანის მცდელობის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს

Posted on 2 დღის ago 0
დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო _AJARATIMES.GE 5
  • სპორტი

დინამო ბათუმმა სეზონის ბოლო მატჩი მოიგო

Posted on 2 დღის ago 0

სიახლეების კალენდარი

დეკემბერი 2025
ო ს ო ხ პ შ კ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« ნოე    

კატეგორიები

არქივები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

© აჭარა თაიმსი 2023 - ყველა უფლება დაცულია! | MoreNews by AF themes.